ფეხბურთი

22:11 | 17.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერს” ფილ ჯონსთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, ინგლისელ მცველ ფილ ჯონსს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს.

ESPN-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება 2019 წლის ივნისში იწურება და “წითელი ეშმაკები” 25 წლის მოთამაშესთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას გეგმავენ.

“ოლდ ტრაფორდზე” უფრო დიდხანს დარჩენით დაინტერესებულია თავად მოთამაშეც, შეთანხმების სხვა დეტალები კი ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

ფილ ჯონსმა მიმდინარე სეზონში მანჩესტერელთა შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105543