კალათბურთი

20:00 | 16.10.2017 | ნანახია 762 - ჯერ

კალათბურთის ფედერაციაში მსაჯთა "ეროვნულ ინსტრუქტორად" მუშაობა დრაგან ნეშკოვიჩმა დაიწყო

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოში სამუშაოდ ჩამოვიდა ცნობილი არბიტრი, წლების განმავლობაში ევროპის წამყვანი სანაკრები და საკლუბო ტურნირების ერთ-ერთი გამორჩეული მსაჯი, სერბი სპეციალისტი დრაგან ნეშკოვიჩი.

დიდი ხანი არ არის, რაც ნეშკოვიჩმა სამსაჯო კარიერა დაასრულა და გახდა ინსტრუქტორი. ის მუშაობს როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილ მსაჯებთან, რომელთა საქმიანობის შემფასებელიცაა და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაშიც დიდად ეხმარება.

დრაგან ნეშკოვიჩთან საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ კონტრაქტი გააფორმა, რომლის საფუძველზეც სერბი სპეციალისტი ფედერაციაში „ეროვნულ ინსტრუქტორად“ იმუშავებს. ნეშკოვიჩი დაესწრო დუდუ დადიანის მემორიალის მატჩებს, სუპერთასს და სუპერლიგის პირველ ტურს. მან უკვე ჩაატარა პირველი სამუშაო შეხვედრა ქართველ მსაჯებთან და ამას ექნება სისტემატიური ხასიათი.

უახლოეს მომავალში შეიქმნება პოტენციური მსაჯების ჯგუფი, რომელთანაც იმუშავებს დრაგან ნეშკოვიჩი და მათ სამსაჯო კარიერის წარმატებულად დაწყებაში დაეხმარება.

superleague.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:56 | 16.10.2017
batitasiko3 (116)

მუშაობს ვაი ფედერაცია,მეტი რაქნან,რომელი ხერხი დარჩა კიდე ფულის გათეთრების

21:37 | 16.10.2017
eke99 (1362)

video referi daamatet da ganmeoreba shesadzlebeli rom ikos. torem chanastvenis mere shedegi rom uku daudgeba romelime klubs mere neshkovichis agshpotebuli kursebi da seminarebi agarafers shecvlis

10:20 | 17.10.2017
temo11 (1791)

ვიდეო რეფერი რომ დაამატონ მაგისთვის კამერებია საჭირო და თან რამოდენიმე რაკურსიდან უნდა ჩანდეს, ამათ ლივე ვერ გაუკეთებიათ და რა ვიდეო გამეორება ) ქუთაისის ფანკლუბი უშვებს აიფონის ლივეს და ესენი ვერაფერს აკეთებენ, საცოდაობაა

20:36 | 16.10.2017
ogafa (10143)

წარმატებები

0.098029