თამაშგარე

18:23 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

აქა ამბავი ელენა მუელერისა

ყოველგვარი დოლ-გარმონისა და დაფა-ზურნის გარეშე წარმოგიდგენთ შესანიშნავ მანდილოსანს, კარგ ოჯახისშვილსა და დიდებულ პიროვნებას, გერმანელ მოდელს ელენა მუელერს, რომელიც “ბუნდესქვეყნის“ საფეხბურთო ნაკრების თილისმადაა აღიარებული და გვარწმუნებს, რომ გერმანელებს ამ კუთხით გემოვნება ნამდვილად არ დაეწუნებათ.

არაგერმანელები ელენას გვარს ხშირად ამახინჯებენ და რატომღაც “მიულერად“ მოიხსენიებენ, რაც მუელერის ქალს არ მოსწონს და იძახის, ამდაგვარი შეცდომებით ჩემი დიდი წინაპრების: იოაფიმ, კარლ, ჰელგა, გრეტა და ჰაიდრიხ მუელერების ძვლები საფლავში ტრიალებენ და მე ქალი არ ვიყო, ეს ვინმეს თუ ვაპატიოო.

ელენა სამოდელო საქმეშიც არაა მაჩანჩალა ქალი. მიუხედავად იმისა, რომ თანამემამულე კლაუდია შიფერისთანა აღიარებამდე გვარიანად ბევრი უკლია, მაინც საკმაოდ ცნობილი ვინმეა და მისი თამამი ფოტოების თვალიერება ჰაი ჰაი რომ ერთ რამედა ღირს...

0.139781