ფეხბურთი

16:49 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსის” მორატა დაუბრუნდა

ლონდონის “ჩელსის” ესპანელმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. აღნიშნული ინფორმაცია “არისტოკრატებმა” ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განათავსეს.

მიუხედავად იმისა, რომ 24 წლის მოთამაშემ ტრავმა მოიშუშა და საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა, ჩემპიონთა ლიგაზე “რომას” წინააღმდეგ მისი თამაში ჯერ კიდევ საეჭვოა.

“ლურჯების” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იმედოვნებს, რომ ესპანელი ფორვარდი გუნდს დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსისა” და “რომას” შეხვედრა ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.110555