ფეხბურთი

15:11 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო – მსოფლიოში 107-ე, ევროპაში 44-ე

გამოქვეყნდა ფიფას ახალი რეიტინგი და საქართველოს ნაკრები 107-ე პოზიციაზეა, ანუ ოთხი საფეხურით ქვემოთ დაიწია. როგორც იცით, ბოლოს უელსთან (0:1) და სერბეთთან (0:1) წავაგეთ.

უშუალოდ ევროპაში კი, საქართველო 44-ე ადგილზეა. უსწრებს აზერბაიჯანს, ლატვიას, ყაზახეთს, ანდორას, ლიტვას, მოლდოვას, მალტას, კოსოვოს, ლიხტენშტაინს, სან-მარინოსა და გიბრალტარს.

სხვათა შორის, რუსეთია საკმაოდ დაბლა - 65-ე საფეხურამდე დაეშვა. კავკასიელ მეზობლებს რაც შეეხება, სომხეთი 90-ე, ხოლო აზერბაიჯანი 115-ე პოზიციაზეა.

1 (1). გერმანია – 1631
2 (2). ბრაზილია – 1619
3 (3). პორტუგალია – 1446
4 (4). არგენტინა – 1445
5 (5). ბელგია – 1333
6 (6). პოლონეთი – 1323
7 (8). საფრანგეთი – 1226
8 (11). ესპანეთი – 1218
9 (9). ჩილე – 1195
10 (12). პერუ – 1160

107 (103). საქართველო – 306

რეიტინგი სრულად

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111693