ჩოგბურთი

13:24 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამეული უცვლელად, ბასილაშვილის პროგრესი

ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ შანხაის ტურნირის ფინალში როჯერ ფედერერმა რაფაელ ნადალს აჯობა, ესპანელი რეიტინგში სოლიდური უპირატესობით პირველ ადგილზე იმყოფება. მარინ ჩილიჩმა ალექსანდრ ზვერევს გადაასწრო და მეოთხე ადგილზე გადავიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოთხი პოზიციით წინ წაიწია და 55-ე ადგილზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა რეიტინგში საუკეთესო 51-ე პოზიცია მიმდინარე წლის ივლისის თვეში დააფიქსირა.

  1. რაფაელ ნადალი – 10 465 ქულა
  2. როჯერ ფედერერი – 8505
  3. ენდი მარეი – 5290
  4. მარინ ჩილიჩი – 4505
  5. ალექსანდრ ზვერევი – 4400
  6. დომინიკ ტიმი – 3935
  7. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 3765
  8. გრიგორ დიმიტროვი – 3590
  9. სტენ ვავრინკა – 3450
  10. დავიდ გოფინი – 2885

...

55. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 887

0.113959