კალათბურთი

23:27 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა 1 ჩემპიონია!

ოლიმპიურ სპორტის სასახლეში დასრულდა თბილისის U 18 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი. და ეს ტურნირი ზაზა ფაჩულიას აკადემიის სრული დომინაციით დაიხურა. ფინალში ერთმანეთზე ზაზა 1 და ზაზა 2 გადიან.

პროცესში, მთავარი მწვრთნელის ლექსო ლაფანაშვილის ზაზა 3 შეუერთდა ჩვენს პირველ ორ გუნდს და ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. კომპლიმენტები ლექსოს კარგი სამუშაოსთვის და იმ პროგრესისთვის, რომელიც მისი გუნდის თამაშში ჩანს.

ფინალში ორივე გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა. იყო ლამაზი, საინტერესო ეპიზოდები და იყო ბრძოლა. ზაზა 1 ოდნავ უკეთესი, ოდნავ ღრმა და ოდნავ სწრაფი იყო. და გუნდმა ლოგიკური, დამსახურებული მოგება დაიტოვა. 63:55.

დეიან პროკიჩი (ზაზა 1, ზაზა 2 მთავარი მწვრთნელი): "ჩვენი გუნდები ფინალში იყვნენ, მესამე გუნდმაც შეასრულა დავალება და ეს კარგი შედეგია. ამის ფონზე, ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ უფრო მნიშვნელოვანი თამაშები და უფრო მეტი გამოწვევა იქნება."

ზაზა ფაჩულიას აკადემია ამ გამოწვევებისთვის მზად არის.

#ჩვენერთიოჯახივართ

ზურაბ თალაკვაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146845