ფეხბურთი

22:21 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯას გასროლა

ბათუმის “დინამომ” უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღო. ზღვისპირელებმა უშუალო კონკურენტს, გორის “დილას” 1:0 მოუგეს და აქამდე თუ ხუთი ქულით ჩამორჩებოდნენ, ახლა სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა.

ეს გუნდები იმისთვის იბრძვიან, რათა მერვე ადგილს ასცდნენ და ფლეი-ოფში თამაშმა არ მოუწიოთ. სანამ სანაკრებო პაუზა იქნებოდა, “დილა” კარგ ფორმაში იყო, ხოლო ბათუმელები – პირიქით.

თუმცა წინა ტურებს ამჯერად არ უმოქმედია. ბათუმელებმა იმარჯვეს. ერთადერთი გოლი ელგუჯა გრიგალაშვილის შორეულ დარტყმას მოჰყვა – 1:0.

ეროვნული ლიგა. 30-ე ტური

ბათუმი. რაგბი არენა

დინამო (ბათუმი) – დილა (გორი) 1:0 (0:0)

დინამო ბთ: ტიმოფეევი, ფარტენაძე, ქორიძე, მგელაძე, სუხიაშვილი, შონია, არზიანი (ქავთარაძე 85), ე.გრიგალაშვილი, ტვილდიანი, კვასოვი (არზიანი 66), მარცვალაძე (ფლამარიონი 74)

მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი

დილა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, კვახაძე, აბუბაქარი, პედრინიო (პაპავა 46), რაზმაძე (ნუბიო 64), ნონიკაშვილი (გოგატიშვილი 74), მორასი, კირკიტაძე, წიქარიძე, ფანცულაია

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლი: 1:0 ელგუჯა გრიგალაშვილი (57)

გაფრთხილება: მგელაძე, ვარშანიძე – მაჩაიძე, მორასი, მაჩაიძე

გაძევება: მაჩაიძე (89)

მსაჯი: ნინუა

30-ე ტურში კიდევ სამი მატჩი გაიმართება

14 ოქტომბერი. 19:00. ქუთაისი. რამაზ შენგელია. ტორპედო – შუქურა

15 ოქტომბერი. 17:30. დავით პეტრიაშვილი. საბურთალო – კოლხეთი

15 ოქტომბერი. 20:00. დინამო არენა. დინამო - ლოკომოტივი

0.12315