სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

12:26 | 12.10.2017 | ნანახია 1579 - ჯერ

დიქსონის 21 ქულა და გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული დებიუტი ჰქონდა მაიკლ დიქსონის „სტრასბურს“. ფრანგულმა კლუბმა ლიუბლიანის „ოლიმპიას“ უმასპინძლა და საქართველოს ნაკრების წევრის დიდი თანამონაწილეობით იმარჯვა.

შეხვედრა მასპინძლთა გამარჯვებით 83:69 დასრულდა, მაიკლ დიქსონი კი ყველაზე შედეგიანი გახლდათ. მან სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ არასრულ 24 წუთში 21 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

მაიკლმა 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

“სტრასბურგი” ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს, გერმანიაში, “ბაიროითის” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელმაც გუშინ პოლონეთში “როსა რადომს” 96:79 სძლია. ზემოთხსენებულ გუნდებთან ერთად „სტრასბურის“ ჯგუფში არიან: ესპანური „ესტუდიანტესი“, იტალიური „ვენეცია“, თურქული „ბანვითი“ და ბერძნული აეკ-ი.

ევროთასის გათამაშებაში ჩაება მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯიო ემილიაც“, რომელიც ჯგუფში თურქულ „გალათასარაისთან“, ლიტვურ „ნევეჟისთან“, იერუსალიმის „ჰაპოელთან“, მიუნხენის „ბაიერნთან“ და მონტენეგროულ „ბუდუჩნოსტთან“ ერთად მოხვდა.

სწორედ მონგენეგროს გუნდი იყო რეჯიოემილიელთა პირველი მეტოქე. „ბუდუჩნოსტმა“ მარკოიშვილის გუნდს პოდგორიცეში უმასპინძლა, შეხვედრა მეტი მობილიზებით ჩაატარა და საბოლოოდ 82:74 გაიმარჯვა.

ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, 2 შეცდომა დაუშვა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

თამაშის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, რომელიც პოდგორიცელებმა 25:13 მოიგეს. მათ რიგებში კაილ გიბსონი (16 ქულა), ნიკოლა ივანოვიჩი (15) და ნემანია გორდიჩი (12) გამოირჩნენ, “რეჯიო ემილიას” კი 18 ქულით იტალიის ნაკრების წევრმა ამაედეო დელა ვალემ ულიდერა.

მეორე ტურში, 18 ოქტომბერს, „რეჯიო ემილია“ „გალათასარაის“ უმასპინძლებს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:03 | 12.10.2017
LApaata (225)

ბრავო დიკსონს!! მაგარი პროცენტული მაჩვენებელი აქვს. იმედი ვიქონიოთ ჩვენთან დარჩება

22:44 | 12.10.2017
sabonis (7127)

ყველგან აფიქსირებს ეს კაცი, რომ თუ თქვენ გინდათ მე სიხარულით დავრჩებიო და საიდან ჩდება ეს კითხვები, რომ იმედია დარჩება და ა.შ არ ვიცი.

20:54 | 12.10.2017
Israel67 (133)

ეეჰ რა კარგი გუნდი იყო უნიონ ოლიმპია. ევროლიგას თამაშობდა და სულ ვგულშემატკივრობდი მდიდარ გუნდებს ებრძოდა საკუთარი აღზრდილი კადრებით ლამის და უკვე სადაა და ვისთან რომ აგებს .

12:55 | 12.10.2017
ogafa (5191)

ყოჩაღ

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.092438