ფეხბურთი

16:45 | 11.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

რობენი: “დროა მხოლოდ კლუბზე ვკონცენტრირდე”

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა ნაკრებიდან წასვლის შემდგომ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დროა კონცენტრაცია მთლიანად კლუბზე გადაიტანოს.

“ეს გადაწყვეტილება ძნელი მისაღები იყო, მაგრამ მე უკვე 33 წლის ვარ. დროა მთელი კონცენტრაცია კლუბზე მოვახდინო. ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი ბოლო თამაშში არ გვქონდა, მაგრამ შვედეთის წინააღმდეგ ყველაფერი გავაკეთეთ”, - აღნიშნა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ არიენმა მის უკანასკნელ სანაკრებო მატჩში დუბლის გაფორმება მოახერხა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მის გუნდს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზური მოეპოვებინა და “ნარინჯისფერები” ევროპის ჩემპიონატის შემდგომ, მუნდიალს მიღმაც აღმოჩნდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112523