ფეხბურთი

19:10 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნასრი: “ვინც ბენზემას ნაკრებში არ იძახებს, სულელია”

თურქული “ანტალიასფორის” ფრანგმა ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ ქარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში გამოუძახებლობაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ვინც მას ნაკრების მიღმა ტოვებს – სულელია.

“ვწუხვარ ქარიმ. იმიტომ, რომ შენ ნამდვილად გინდა ნაკრებში დაბრუნება. სისულელეა არ გამოიყენო ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ბენზემაა. იგი წლების განმავლობაში ბრწყინავს მადრიდის “რეალში”.

ვფიქრობ, რომ მოვა დრო და მას გამოიძახებენ. წარმოუდგენელი შეტევითი ხაზი იქნება, კილიან მბაპესთან, გრიზმანთან და დემბელესთან ერთად”, - განაცხადა ნასრიმ.

ბენზემამ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ბოლოს 2015 წელს ითამაშა. ნაკრებიდან მისი მოკვეთის მიზეზი თანაგუნდელ მატიე ვალბუენას შანტაჟში მონაწილეობის ბრალდება გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105635