სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

10:29 | 10.10.2017 | ნანახია 6499 - ჯერ

შეფასება: ჯაბა, რატომ ხარ უგუნდოდ?

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლი დაასრულა. დაასრულა ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან მარცხით (0:1). ვლადიმირ ვაისის გუნდი პირველ ტაიმში ჩინებულად გამოიყურებოდა და რიგ ეპიზოდებში სჯობდა კიდეც მეტოქეს. თუმცა, მეორე ნახევარში ძალიან გაუჭირდა.

WORLDSPORT.GE ტრადიციულად გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს: საუკეთესო ჯაბა კანკავა იყო – კაპიტანი, რომელიც უშეცდომოდ გაისარჯა და რომელიც, რაც უნდა უცნაური იყოს, უგუნდოდაა. არაფერი დაეწუნებოდათ გიორგი მაკარიძესა და დავით ხოჭოლავას. სამაგიეროდ, ისევ სუსტი თამაში აჩვენეს ვაკო ყაზაიშვილმა და გიორგი ქვილითაიამ.

გიორგი მაკარიძე 7 – საქართველოს ნაკრების მეკარეს ბელგრადში განსაკუთრებულად ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ დამაჯერებელი თამაში აჩვენა. გიორგიმ პირველ ტაიმში დუშან ტადიჩს რთული ბურთი სწორი პოზიციის წყალობით აუღო. ასევე კარგი რეაქცია გამოავლინა მიტროვიჩის თავურზე. გარდა ამისა, გამოსვლებზეც დამაჯერებელი მოქმედებებით გამოირჩა. გაშვებულ გოლში კი მისი დადანაშაულება არ შეიძლება. საერთოდ, სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონდეს, ბევრად კარგ ფორმაშიც იქნებოდა.

ოთარ კაკაბაძე 7 – უშეცდომო იყო უელსთან და სერბეთის ნაკრებთანაც ჩინებული გარჯით გამოირჩა. კაკაბაძეს აშკარად პროგრესი აქვს და ეტყობა, რომ ესპანეთის სეგუნდადივიზიონში მუდმივად თამაშობს. ოთარი არც ამჯერად ერიდებოდა შეტევაში ჩართვას შესაძლებლობების ფარგლებში. რამდენჯერმე, ტექნიკურად ითამაშა და რამდენიმე მეტოქეს დააღწია თავი.

დავით ხოჭოლავა 6.5 – ხოჭოლავას დიდი სანაკრებო გამოცდილება არ გააჩნია და სოლომონ კვირკველიას ჩანაცვლებაც გარკვეული პასუხისმგებლობა იყო. “შახტარის” მცველმა ამ მოვალეობას თავი ჩინებულად გაართვა. მთელი მატჩის განმავლობაში სერიოზული შეცდომა არ დაუშვია და ბევრი ორთაბრძოლაც მოიგო. იყო ერთი ეპიზოდი, როცა პოზიციურად შეცდა. გაშვებული გოლის დროს კი, არამარტო ის, არამედ მთლიანად გუნდი ჩავარდა.

გურამ კაშია 7 – გურამ კაშია, კვირკველიას არყოფნაში, დაცვის ლიდერად მოგვევლინა. ჩინებულად მოქმედებდა ჩაჭრებზეც. გაუჭირდა ბრანისლავ ივანოვიჩის აყვანა სტანდარტული სიტუაციების დროს. საბოლოო ჯამში გურამის თამაშს არაფერი დაეწუნებოდა.

გიორგი ნავალოვსკი 5.5 – მისი თამაში კი სხვებთან შედარებით მართლაც არ იყო დამაკმაყოფილებელი. შეტევასაც დიდად ვერ ეხმარებოდა და დაცვაშიც ტადიჩისა და ლიაიჩის გამკლავება ძალიან გაუჭირდა.

ვაკო გვილია 5.5 – მას აშკარად ეტყობა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა. ფორმიდან ამოვარდნილია. გოლის ეპიზოდშიც ივანოვიჩმა ისე მარტივად ჩამოიცილა, თითქოს იქ საერთოდ არ ყოფილა. პირველ ტაიმში კი უკეთესად გაისარჯა. გოლიც გატანაც შეეძლო, მაგრამ მისი შორეული დარტყმა მეკარემ უკუაგდო.

გიორგი აბურჯანია 6 – გიორგიმ საქართველოს ნაკრებში კარგა ხნის პაუზის შემდეგ ითამაშა. თავიდან, გამოცდილ სერბ ვიზავებს არაფერს უთმობდა და რიგ ეპიზოდებში ჩაგრავდა კიდეც. მის წინააღმდეგ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ მასპინძლები. გიორგის გოლის გატანის შანსიც მიეცა: კაკაბაძის ფლანგურ გადაცემას გამოეხმაურა, მაგრამ თავით კარგად ვერ დაარტყა, რადგან ჯაბა ჯიღაურმა უნებლიედ ხელი შეუშალა.

ჯაბა კანკავა 7.5 – არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი საუკეთესო იყო. მისი დროული ვარდნები, ზონების დაკეტვები დიდ პრობლემებს უქმნიდა სერბეთის ნაკრების შემტევებს. კანკავა იყო ნამდვილი გლადიატორი. კაპიტანმა ერთ ეპიზოდში ცარიელი კარიდანაც გამოიტანა ბურთი. მართალია, ივანოვიჩი ვეღარ შეაჩერა, მაგრამ სერბთა კაპიტანს ისეთი ჰქონდა “აწყვეტილი”, არც არავინ იყო მის გამჩერებელი, სამწუხაროდ. პარადოქსია, რომ ჯაბა კანკავა უკლუბოდაა და მხოლოდ ინდივიდუალურად უწევს ვარჯიში...

ჯაბა ჯიღაური 5.5 – ჯიღაურის საუკეთესო თამაში არ ყოფილა. ინერტული იყო და ბურთსაც ხშირად კარგავდა. სწორედ მის დაკარგულ ბურთს მოჰყვა კონტრშეტევა და შემდეგ გოლი. პირველ ტაიმში შორიდან დაარტყა, მაგრამ სუსტად. ეს იყო და ეს.

ვაკო ყაზაიშვილი 5.5 – ყაზაიშვილი ისევე, როგორც უელსთან, ბელგრადშიც არ ჰგავდა თავის თავს. ვახსენოთ, რომ საქართველოს ნაკრების კარგი შეტევა იყო ყაზაიშვილმა ჯიღაურს რთულ სიტუაციაში მიაწოდა ბურთი, მაშინ, როდესაც ფლანგზე უკეთესი ვარიანტი ჰქონდა. შედეგად, ბურთი დაიკარგა და გოლიც ასე გავუშვით. ამ ეპიზოდიდან მალევე, ქვილითაიას ფლანგურ გადაცემას აგვირგვინებდა, მაგრამ ძალიან ცუდად დაარტყა. არადა, დროც ჰქონდა და გაგრძელების სხვა ვარიანტიც...

გიორგი ქვილითაია 5.5 – არც ქვილითაია გარჯილა მაღალ დონეზე. ხშირად ვნახავდით მომენტს, როდესაც ქართველი ფორვარდი ყოვნდებოდა და ამით შეტევას სიმწვავე ეკარგებოდა. არ დავუკარგოთ, რომ ბევრი ბრძოლა გადახდა თავს და ხშირად, მარტოს უწევდა მცველებთან თამაში, მაგრამ მაინც. ერთ ეპიზოდში მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, თუმცა დაახანა და ფიქრში ბურთიც დაკარგა.

გიორგი მერებაშვილი შ.გ – გიორგის თამაშის გასამწვავებლად დიდი დრო არ ჰქონია და თამაშშიც იმ დროს ჩაერთო, როცა სერბეთი უკვე მოედანზე სრულად ბატონობდა.

ვლადიმერ დვალიშვილი შ.გ – შეფასების გარეშე დარჩა ვალდიმერ დვალიშვილიც.

ლუკას ჰუფნაგელი შ.გ – ლუკას ჰუფნაგელმა საქართველოს ნაკრებში მეორე თამაში ჩაატარა. აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა და გუნდთან შეუთამაშებლობაც. მთლიანობაში იმ წუთებით, რაც მოედანზე გაატარა, დასკვნების გაკეთება მართებული არ იქნება.

ვლადიმირ ვაისი 5.5 – ნაცნობი სურათი: ერთი კარგი ტაიმი და მეორე – ცუდი. საქართველოს ნაკრებს მისი ხელმძღვანელობით რაღაც აკლია. თუმცა, ჯერჯერობით ეს რაღაც, აღმოუფხვრელი რჩება. ვაისი, როგორც აქამდე, ახლაც მოერიდა ცვლილებების გაკეთებას ნაადრევად და მხოლოდ ბოლო 15 წუთში მიმართა ამ საშუალებას. აღვნიშნოთ, რომ სლოვაკი ისევ არ ენდო გიორგი ჭანტურიას. თუმცა, უნდა მოვუწონოთ დავით ხოჭოლავასა და გიორგი აბურჯანიასთვის შანსის მიცემა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:12 | 11.10.2017
mushni (71917)

რაიყო

01:47 | 11.10.2017
mushni (71917)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:19 | 10.10.2017
sabonis (7127)

ფარერებთან 1-3-ს ვაგებთ.DDD

02:15 | 11.10.2017
mushni (71917)

ახალია DDDDDDDD

18:04 | 10.10.2017
drogba_ (10896)

მაკარიძე 8.0
კაკაბაძე 9.5
ხოჭოლავა 6.5
კაშია 6.0
ნავალოვსკი 5.5
გვილია 4.5
აბურჯანია 7.0
კანკავა 8.0
ჯიღაური 5.5
ყაზაიშვილი 6.5
ქვილითაია 0.0

18:03 | 10.10.2017
bombora-bax (274)

სტატიის ავტორი სხვა თამაშს ხოარ უყურებდა?.რაც შეეხება თამაშს ეს გუნდი არაა ესა სამარცხვინო ხროვა თეთრ სუდარაში გახვეული მოჩვენებები და სამწუხაროდ ისეთი მოჩვენებები არავის მათი როარ ეშინია სირცხვილია ამ ხალხს გულზე საქართველოს გერბი ეხატოთ სირცხვილი.ჯგუფში სადაც სერბიის ნაკრები პირველ ადგილზე რო გავა რომლის ლიდერები ბრანისლავ ივანოვიჩი და მატიჩია ბოლოს წინა ადგილზე გახვიდე მიღწევაა,უსუსური საპყრები პასის უკულტურობაც არ ქვია დებილიზმი უფრო სწორი შიში კარებისკენ ბურთის ვერ დარტყმა ძალღონე ამათ არააქვთ ჯინი და იშტა ის მაინც აგრძნობინო მოწინააღმდეგეს რო იოლად ვერაფერს მიიღებ არავითარი სიხისტე სრული უუნარობა და უილაჯობა ესაა უთავმოყვარეო გუნდი,ვაისი.სად იპოვეს ეს კაცი საერთოდ?და კონტრაქტის განახლება შეუთავაზებიათ ესენი მაზოხისტებიც გახდნენ ფედერაციაში, ვირებით როიყო იქაობა გამოტენილი კი ვიცოდი აქამდეც.და ორიოდე სიტყვა კომენტატორებზეც უნდა ვთქვე სად იყო ეს ფეხბურთის უვიცები?მატიჩმა რო ივანოვიჩს გადააწოდა ეს ჩვენც დავინახეთ და ვიცით რადიოს კიარ უსხედით თამაშის მსვლელობისას თამაში გაარჩიე სიახლეები თქვი რას ვთამაშობთ ჩვენ და მოწინააღმდეგე ის ისაუბრე რაა ხარვეზი და კრიტიკული თქვი მოსაწონი აღნიშნე თორე მატიჩი ხოჭოლავა და კიდე სხვები ჩვენც ვიცით.უსუსტეს ჯგუფში სამარცხვინოდ ჩარჩნენ ამას არავითარი გამართლება არ აქვს ეს ხალხი მეკასპეებად გამოდგებიან ნაწილი თოხით ყანაში.

02:12 | 11.10.2017
mushni (71917)

=1

18:01 | 10.10.2017
l.e.s (87)

უმეტესად არასწორი შეფასებებია...

15:36 | 10.10.2017
baxt (1102)

რავიცი, მე სტატიის ავტორისგან განსხვავებით, კაშია არ მომეწონა გუშინ, მგონი ყველა ჩაწოდებულ ბურთზე წააგო ორთაბრძოლა და გაშვებული გოლის დროსაც უკეთ შეეძლო თამაში. ვფიქრობ გუშინ, გამოუცდელობის მიუხედავად, ხოჭოლავა უკეთესი იყო. ასევე ყაზაიშვილმაც, თუ იმ კარში დარტყმას არ ჩავთვლით, ნორმალურად ითამაშა, ბურთს კარგად იჭერდა, კარგად ამოჰქონდა და დაცვასაც ეხმარებოდა შეძლებისდაგვარად. გვილიაც ნორმალური იყო. აი ჯიღაური და ქვილითაია არ მომეწონა. ქვილითაიამ ბევრი ორთაბრძოლა წააგო, მაგრამ რაც მოიგო, ისიც სულ სერბებისკენ გადააგდო ბურთი, სისწრაფეშიც ჩამორჩებოდა როგორც სერბებს, ასევე ჩვენებსაც.

15:06 | 10.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (5109)

ჯაბა დიდი პროფესიონალია უგუნდოდ ასეთ ფორმაში იყო სასწაულია.ზამთარში აუცილებლად იპოვის გუნდს მაღალი დონის გუნდს.გუშინ ყველაზე სუსტი ქვილითაია იყო წინა ხაზში დეფიციტია მაღAლი დონის ფეხბურთელების

13:29 | 10.10.2017
lashamax (596)

რა იცველბა ვაისის ფორმაციის ნაკრებში სასიკეთოთ? არაფერი
პერმანენტულად არასწორი შემადგენლობის დაყენება. დაგვიანებული შეცვლები, შეცვლების შემდეგ თამაშის ხარისხის გაუარესება.

14:03 | 10.10.2017
ani-barcelona (3492)

ანუ სწორად იქცევა შეცვლებს რო არ აკეთებს როცა აკეეთებს ირევა თამაშის ხარისხი და ჯობია ბოლოში გააკეთოს ხოლმე

13:48 | 10.10.2017
O. Mertskhali (1107)

+

13:16 | 10.10.2017
AIRVika13 (444)

და რა გინდა თქვათ რომ ჯიღაურმა და ვაკომ ერთ დონეზე ითამაშეს???სასაცილოა ალბათ მე სხვა თამაშს ვუყურო....ჩემთან ვაკომ მაგრად ითამაშა და რავიცი აბაDDDქვილითაიამაც კარგად იბრძოლა და სულ მინიმუმ ჯიღაურზე მაღალ შეფასებას იმსახურებდა...ჯიღაური ნოლი იყო

13:19 | 10.10.2017
salazar (1204)

ალბათ პოტენციალიდან გამომდინარე დაწერეს.
ვაკომ იმის ნახევარი გვაჩვენა რაც შეუძლია.
ჯიღაური საკუთარ თავს გადაახტა ისეთ დონეზე ითამაშა ))))

13:47 | 10.10.2017
O. Mertskhali (1107)

მერე სწორია ეგ, თუ 'პოტენციალიდან გამომდინარე' დაწერეს? ეს მელქაძე, ან საერთოდ აზრზე არაა ფეხბურთის ან რაღაც სხვა ინტერესები ამოძრავებს...

13:29 | 10.10.2017
AIRVika13 (444)

როგორ გადაახტა??DDD

12:45 | 10.10.2017
Torres9 (12489)

არადა ვაკომ მშვენივრად ითAმაშა გუშინ,ბურთი 90% შემთხვევაში მას ამოჰქონდა ჩვენი ნახევრიდან და მშვენივრადაც ანაწილებდა+რამოდენიმე კარგი დრიბლიგიც ქონდა...

12:52 | 10.10.2017
antaress76 (7)

მართალიხარ მაგრამ უკვე მეორეთ კაი პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს არ მისცა პასი რაც მის თამაშს მთლიანად აუფერულებს თბილისშიც და სერბეთშიც აბუსთვის და ჯანოსთვის პასი რომ მიეცა სულ სხვა შედეგი შიძლება ყოფილიყო

12:13 | 10.10.2017
shakooo7 (2207)

მაგარი უაზრო შეფასებებია. ვაკოს 5.5 ? ვაფშე გონზე არაა ამის დამწერი. ვაკო რო არ ყოფილიყო 5-0 მოგვიგებდა სერბეთი. ასევე გვილიამაც კარგად ითამაშა თუ არ ჩავთვლით გოლის ეპიზოდს და ქვილითაიამაც, ოღონდ ქვილითაია გადამწყვეტ მომენტში იბნეოდა ხოლმე

13:43 | 10.10.2017
O. Mertskhali (1107)

+

12:27 | 10.10.2017
sabonis (7127)

ვაკოს მეტი რომ შეუძლია ფაქტია,მარა გუშინ ვერაფერი ქნა, გასატანი ქონდა და ვერ გაიტანა. მეტი ნაღდათ არ ეკუთვნოდა.

12:32 | 10.10.2017
shakooo7 (2207)

ვაკოს კარგად ეჭირა ბურთი და სერბებეს შეტევის დაწყების საშუალებას არ აძლევდა

11:37 | 10.10.2017
roma1985 (60)

Gvineis nakrebi vart tu ra aris xan makaridzes ayeneben karebshi da xan lorias... chamoyalibdes mwvrtneli.... mere meore aset tamashi rogor unda atamasho abujania kaci sastartoshi romelsac erti tamashic ar qonia sastavshi natamashebi nakrebs vgulisxmob.. qvilitaia normaluri motamashe magram eg shemtevi gundis tavdamsxmeli ufroa vidre kontr shemtevis... merebashvilma normalurad itamasha cina tamashi exla dro ar misca... magari areuli tipia es vaisi... chanturia normalur pormashia da mainc dvalishvili gamoyavs rg kaci tilismadac ar varga xo xedavt?????

11:23 | 10.10.2017
ogafa (5191)

ლუკას ჰუფნაგელმა

10:56 | 10.10.2017
лаша (875)

Vaisma ise atamasha chveni nakrebi gaorebuli grznoba datova. Gadachrit verc mis datovebas moitxov da verc gadakenebas)))

10:54 | 10.10.2017
лаша (875)

Vaisi shecvlebsac dagvianebit aketebs da sastavs ver archevs. Riskiani araa da aman bevr shemtvevashi sheizleba qulebic dagvakargia

13:42 | 10.10.2017
O. Mertskhali (1107)

+

10:41 | 10.10.2017
lagashi (1816)

რომელიმე სპორტული ჟურნალისტი რატომ არ ეკითხება ჯაბას მის სამომავლო გეგმებზე?!

11:26 | 10.10.2017
ACM Weah 9 (26)

იმიტომ, რომ თვითონ ჯაბა არ ურთიერთობს ჟურნალისტებთან და ყველა მცდელობაზე უარს გვეუბნება.

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.168713