News

23:33 | 9.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთი - საქართველო: უგოლო ტაიმი

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოლო მატჩს, სტუმრად სერბეთის წინააღმდეგ მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არ გახსნილა – 0:0.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მთელი ტაიმის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა.

კარგი შანსი ჰქონდა ერთი-ერთზე დარჩენილ გიორგი ქვილითაიას, თუმცა ბოლო მომენტში მან კარისკენ დარტყმა ვერ მოახერხა.

მთლიანობაში დაფიქსირებული ანგარიში ლოგიკურია. სერბეთისა და საქართველოს მატჩი 10 წუთში განახლდება.

0.126277