ფეხბურთი

21:54 | 6.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხე თამაში წააგო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა თბილისში, უელსის ნაკრებთან ვერაფერი გააწყო – 0:1.

ამჯერად, საქართველოს ნაკრების თამაში არ ყოფილა მაღალი ხარისხის და სტუმრებმა დამსახურებულად იმარჯვეს. მატჩის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში ტომ ლოურენსის ჩინებულმა გოლმა გადაწყვიტა. “დერბი ქაუნთის” ნახევარმცველმა საჯარიმოს მისადგომებთან ჯერ ტექნიკურად ითამაშა და მერე გიორგი ლორიას შორეულ კუთხეში გაუტანა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასრულებამდე დიდი დრო იყო დარჩენილი, საქართველომ ღირებული ვერაფერი შექმნა.

ასე და ამრიგად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად დამარცხდა უელსის ეროვნულ გუნდთან. WORLDSPORT.GE ვრცელ მიმოხილვას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

საქართველო – უელსი 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ლოურენსი (49)

0.128289