ფეხბურთი

20:50 | 6.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - უელსი: ფრე პირველი ტაიმის შემდეგ

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეცხრე ტურის მატჩს ამ წუთებში "დინამო არენაზე" მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არ გახსნილა - 0:0.

კრის კოულმენის გუნდი პირველ ნახევარში უპირატესობა ფლობდა და საგოლე მომენტებიც მრავლად შექმნა. რამდენჯერმე გიორგი ლორიამ იყოჩაღა, ხოლო უმეტესად სტუმარი შემტევები სცდოვადნენ. საპასუხოდ, საქართველოს ნაკრებისგან ერთი ეპიზოდის გახსენება შეგვიძლია, როდესაც ოთარ კაკაბაძის ფლანგურ გადაცემას გიორგი ქვილითაია აგვირგვინებდა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

მთლიანობაში, დაფიქსირებული ანგარიში ლოგიკას ექვემდებარება. საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩის მეორე ტაიმი დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.169576