ფეხბურთი

14:32 | 6.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: “ფეხზე მყარად ვდგავარ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ დარწმუნებულია, რომ ის უკეთესი მწვრთნელი გახდა, ვიდრე აქამდე იყო.

“მე უკეთესი მწვრთნელი ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი, რადგან ახლა ჩემი ემოციების კონტროლი შემიძლია. გასულ სეზონში სირთულეების გადალახვის დროს ემოციებს ვერ ვმალავდი, თუმცა, ახლა ეს შემიძლია, რაც ნიშნავს, რომ ფეხზე მყარად ვდგავარ.

გასული სეზონი ძალიან რთული იყო ჩემთვის, მაგრამ კარგად დასრულდა. წლეულს ყველაფერი კარგად დაიწყო, თუმცა, არ ვიცი, ბოლოს რა მოხდება”, - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში “წითელი ეშმაკები” 7 ტურის შემდეგ 19 ქულით პრემიერლიგას ლიდერობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109034