ფეხბურთი

14:45 | 5.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” “ბარსადან” მცველის დამატება უნდა

იტალიური “მილანი” ახალგაზრდა მცველის ანდრეა კონტის შემცვლელს ეძებს და იანვარში “ბარსელონადან” ესპანელი მარჯვენა მცველის ალეიშ ვიდალის დამატებას გეგმავს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, “როსონერი” მზადაა კატალონიურ კლუბს 28 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესათავაზოს და ვიდალი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს დაიმატოს, რადგან კონტის ტრავმის გამო 6 თვე გაუცდება.

ვიდალი “ბარსაში” ამ ეტაპზე სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის და თავადაც არ გამორიცხავს სხვა გუნდში გადასვლის ვარიანტს. ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 7-ჯერ მოირგო “ბლაუგრანას” მაისური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119043