ფეხბურთი

0:15 | 5.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსის” და “ლივერპულს” პასტორეს შეძენა სურთ

არგენტინის ნაკრების და “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის ხავიერ პასტორეს დამატება ინგლისურ კლუბებს “ჩელსის” და “ლივერპულს” სურთ – იუწყება გამოცემა El Gol Digital–ი.

როგორც იცით, პარიზულ კლუბს ფინანსურ ფეირ-ფლეისთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და იმისთვის, რომ უეფას სასჯელი თავიდან აიცილოს, რამდენიმე მოთამაშის გაყიდვით ფულის გამომუშავება მოუწევს. ზემოხსენებული წყაროს ცნობით, დედაქალაქელები არგენტინელ მოთამაშეში 26 მილიონ ევროს ითხოვენ.

პასტორეს წასვლის ალბათობით შანსს ისიც ზრდის, რომ კლუბში კილიან მბაპეს და ნეიმარის მოსვლის შემდგომ, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება. მან მიმდინარე სეზონში 5-ჯერ (სულ 293 წუთი) ითამაშა და 2 გოლი გაიტანა, ხოლო დანარჩენი მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელი პსჟ-ს 2011 წელს “პალერმოდან” შეუერთდა და ამ დროის განმალობაში ჩატარებულ 236 მატჩში 42 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109328