ფეხბურთი

22:15 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პიკემ და რამოსმა ვარჯიშზე იჩხუბეს

ესპანეთის ნაკრების შეკრება ინციდენტის გარეშე აღარ მიმდინარეობს. As-ის ინფორმაციით, “ფურია როხას” ვარჯიშზე სერხიო რამოსსა და ჟერარ პიკეს შორის შელაპარაკება მოხდა. მიზეზი რაღა თქმა უნდა, “ბარსელონას” მცველის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებაა.

საერთოდ, პიკეს ბოლო დროს ესპანეთის ნაკრებში სიტუაცია ძალიან გაურთულდა. გუშინდელი ვარჯიში ჩაიშალა, რადგან ჟერარს გულშემატკივრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს.

რაც შეეხება სერხიო რამოსისა და პიკეს ურთიერთობას, თბილი არც არასდროს ყოფილა და როგორც ჩანს, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ყველაფერს წერტილი დაუსვა.

გარდა ამისა, პიკემ ორი დღის განაცხადა, რომ თუ ის პრობლემას წარმოადგენს, მზადაა ესპანეთის ნაკრები დატოვოს. ესპანური მედიის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108203