ფეხბურთი

17:56 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მონტელას ადგილს მაცარი და სოუზა ელოდებიან

იტალიური “მილანი” წარუმატებელი თამაშების შემდგომ სამწვრთნელო შტაბის შეცვლას გეგმავს. არაერთხელ ითქვა, რომ ვინჩენცო მონტელას თანამდებობის შენარჩუნების ბოლო შანსი “რომასთან” და “ინტერთან” მოგება იყო, თუმცა “შავწითლები” “ჯალოროსისთან” უკვე დამარცხდნენ.

დროის ამ მცირე მონაკვეთში “როსონერის” მწვრთნელობის არაერთ კანდიდატზე დაიწერა. საუბრობდნენ მარჩელო ლიპიზე, ანტონიო კონტეზე და კარლო ანჩელოტიზე, თუმცა, იტალიური მედიის ინფორმაციით, ახლა ყველაზე რეალური კანდიდატები პაულო სოუზა და ვალტერ მაცარი არიან. მონტელას “ინტერთან” წაგების შემთხვევაში გაათავისუფლებენ.

შეგახსენებთ, რომ პაულო სოუზა 2015 წლიდან “ფიორენტინას წვრთნის, ხოლო ვალტერ მაცარის ბოლო სამუშაო ადგილი “უოტფორდი” იყო, რომელსაც 2016-2017 წლებში ედგა სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110203