ფეხბურთი

17:00 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინო შეყილაძის თანაგუნდელი გახდა

“მილანისა” და “ფიორენტინას” ყოფილი თავდამსხმელი ალბერტო ჯილარდინო ქართველი ფეხბურთელის ირაკლი შეყილაძის თანაგუნდელი გახდა.

როგორც “სპეციას” პრესსამსახური იტყობინება, 35 წლის მოთამაშე კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის ბოლო კლუბი “პესკარა” იყო, რომელიც მან ზაფხულში დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

შეგახსენებთ, რომ “სპეცია” სერია B-ში 7 ტურის შემდგომ 10 ქულით მე-11 ადგილზეა.

0.124273