ფეხბურთი

14:26 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კარვახალს გულზე პრობლემები აქვს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მცველს დანი კარვახალს ექიმებმა გულით გარეთა არსის ვირუსული ინფექცია დაუდგინეს და მკურნალობას საჭიროებს. აღნიშნული ინფორმაცია "სამეფო კლუბის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით გამოჯანმრთელების ზუსტი ვადა უცნობია, თუმცა ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა დანი მოედანს თვენახევარში დაუბრუნდეს.

აღნიშნული პრობლემის გამო ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამოტოვებს. 25 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ განაახლა და გუნდში 2022 წლის ივლისამდე დარჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111178