ფეხბურთი

17:40 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცეცაძე მსაჯობით უკმაყოფილოა

როგორც იცით, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “სამტრედიამ” გორის “დილასთან” სტუმრად 1:2 წააგო. სამტრედიელთა მწვრთნელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები და ვიდეოები, სადაც მიანიშნებს, რომ მსაჯმა შეცდომები დაუშვა.

ცეცაძე ყურადღებას ამახვილებს ეპიზოდზე, როცა “დილას” მცველი ალიუ აბუბაქარი საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშობს. ასევე, დაფიქსირებულ თამაშგარეზე, როცა კოტდივუარელი გიი გავიდა მეკარესთან პირისპირ.

მატჩის მთავარი არბიტრი დავით ხარიტონაშვილი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115559