ჩოგბურთი

12:07 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

საჩოგბურთო კლასიკა, ფედერერი და ნადალი კორტის ერთ მხარეს (+VIDEO)

საჩოგბურთო ისტორიაში პირველად როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი კორტის ერთ მხარეს თამაშობდნენ. “ლეივერის” თასზე ფედერერი-ნადალის წყვილი კურიე-სოკის დუეტს დაუპირისპირდა და 6:4, 1:6, 10:5(VIDEO) დაამარცხა.

პირველ სეტში 3:3-ზე ევროპულმა დუეტმა ბრეიკი შეასრულა და დაწინაურდნენ. მეორე პარტიაში ამერიკულმა წყვილმა ორი უპასუხო ბრეიკი გააკეთეს და ანგარიში გაათანაბრეს. გამარჯვებული მესამე სეტმა გამოავლინა, რომელიც 10 ქულამდე იყო. როჯერის და რაფას წყვილი 8:1 დაწინაურდა და უპრობლემოდ იმარჯვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150987