ფეხბურთი

15:33 | 23.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოშტა: “მინდა ყველამ ნახოს, რომ ცუდ ფორმაში არ ვარ”

ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელ-ესპანელი ფორვარდი დიეგო კოშტა იანვარში მადრიდის “ატლეტიკოს” შეუერთდება. თავდამსხმელმა განაცხადა, რომ ის ძალიან ბედნიერი იყო “ჩელსიში”, თუმცა “ატლეტიკოში” დაბრუნება, რომელსაც თავის სახლად მიიჩნევს, ძალიან აბედნიერებს.

“არ მომწონს ჩემი ასე წასვლა “ჩელსიდან”. აქ ხალხთან განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა მაქვს და არ ვაპირებ კლუბის სახელი შეურაცხვყო. არ ვარ ასეთი.

უპატივცემულოდ “ლურჯებზე არასოდეს არეფრი მითქვამს, აქ ძალიან ბედნიერი ვიყავი, შესანიშნავ გუნდში ვთამაშობდი.

“ატლეტიკო” ჩემი სახლია და იქ ვბრუნდები. მინდა, ყველამ ნახოს, რომ არ ვარ ისეთ ცუდ ფორმაში, როგორც ზოგიერთებსჰგონიათ”, - თქვა დიეგო კოშტამ.

აღსანიშნავია, რომ სიტუაცია ფეხბურთელსა და კლუბს შორის ანტონიო კონტეს გამო გაფუჭდა. იტალიელ სპეციალისტსა და დიეგო კოშტას ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა, რამდენიმე დღის წინ მათ ერთმანეთს ყოველივე საუკეთესო უსურვეს.

შეგახსენებთ, რომ დიეგო კოშტამ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კლუბები 28 წლის მოთამაშის ტრანსფერის პირობებზე შეთანხმდნენ. ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი იანვარში მადრიდულ კლუბს შეუერთდება და არაოფიციალური ინფორმაციით, მისი ტრანსფერის ღირებულება 65 მილიონი ევრო იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109015