საქართველოს ეროვნული ლიგის XXVII ტური სამტრედიაში გაიხსნა, სადაც ფოთის “კოლხეთმა” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა. აღნიშნულ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად არიან და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, გავარდნის საფრთხის წინაშე დგანან.
ეს, განსაკუთრებით ფოთელებზე ითქმის, მაგრამ არც აჭარელთა მდგომარეობაა საიმედო. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა ზედიზედ სამი წაგება და მათ შორის, მიჯრით ორი გამანადგურებელი ანგარიშით – 0:5.
შესაბამისად, კონსტანტინ ფროლოვის გუნდს ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონდა და საბოლოო ჯამში არც დასდენია. “დინამომ” მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და შინ სამი ქულით ხელდამშვენებული დამსახურებულად დაბრუნდა.
ყველაფერი პირველ ტაიმში გაირკვა, როდესაც ოთხწუთიან ინტერვალში “დინამომ” ორჯერ აიღო სეფიაშვილის კარი. ჯერ, ოთარ მარცვალაძემ გაიტანა ახლო მანძილიდან მას მერე, რაც მასპინძელთა საჯარიმოში ქაოსი შეიქმნა და “კოლხეთმა” ბურთი ვერა და ვერ გამოიტანა საჯარიმოდან – 0:1. მეორე გოლი 32-ე წუთზე გავიდა: ტვილიდანი ფლანგუს გადაცემას იაროსლავ კვასოვი გამოეხმაურა და უკრაინელმა შემტევმა მერვე გოლი გაიტანა ეროვნულ ლიგაში. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და “დინამომ” სამმატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა. პლეი-აუთის ზონასაც თავი დააღწია, მაგრამ გორის “დილას” თამაში მარაგში აქვს.
აი, “კოლხეთის” მდგომარეობა ვერაა სახარბიელო – 19 ქულა და ძალიან დიდი ჩამორჩენა სამშვიდობო ზონისგან...
“კოლხეთი” – “დინამო” (ბთ) 0:2 (0:2)
სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”
“კოლხეთი”: სეფიაშვილი, კილასონია, კერძევაძე, ბროვკო (ჟიშკარიანი 81), დერებჩინსკი, ოტიენო (ბახია 77), ჯანელიძე, მაჩარია, ბოლქვაძე (შალიკაშვილი 86), კილასონია, ბუხაიძე
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
“დინამო”: ტომოფეევი, ფარტენაძე, შონია, თევდორაძე (ქავთარაძე 66), სუხიაშვილი, კვირკველია, გრიგალაშვილი, ტვილდიანი, არზიანი, კვასოვი (ფლამირიონი 76), მარცვალაძე (ჩოგაძე 58)
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
გოლები: 0:1 მარცვალაძე (28), 0:2 კვასოვი (32)
გაფრთხილება: კილასონია (33, 90) – სუხიაშვილი (54)
გაძევება: კილასონია (90)
მსაჯი: ბ. ნინუა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კი ბათუმის დინამოს ვგულშემატკივრობ და ამ თეემაზე ობიექტურად ვერ ვილაპარაკებ მაგრამ არა მგონია ეროვნული ლიგა 2ის 2 და 3 ადგილზე გასულებმა ეროვნული ლიგის 8 და 9 ადგილებზე გასულებს მოუგონ, ერთადერთი შეიძლება ფოთის კოლხეთმა ვერ გაუქაჩოს რუსტავს რადგან კარგი გუნდი ჰყავთ რუსთაველებს, ხოლო ლიგა 2ის მესამე ადგილზე ან სიონი გავა ან გაგრა ან სამგურალი და ეროვნული ლიგის 8 ადგილოსანს რომელიც ან გორის დილა იქნება და ან ბათუმის დიინამო ნუ რავიცი არამგონია რამე შანსი ჰქონდეთ ასე რომ მე მგონია ლიგა ორიდან მხოლოდ მერანი თუ დაწინაურდება
კაია კაია გასავარდნი გუნდი ნაღდად არაა ბათუმი ამათი გაავარდნ დიდ დანაკლისს მიცენს ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ დასავლეთს.გულშემატკივრების არდაფასებაც არ შეიძლება
სტაიდიონი როდის ექნება ჩემ ქალაქს და გუნდს ხა ბათუმს კი არა ერვნული ლიგის 10 7 გუნდა არ აქ სტადიონი ფული და სწორი მენეჯმენტი ჭირდება ქართულ ფეხბურთს ყველა ქართველი ფეხბურთელი ტეხნიკური თითქმის და ნიჭიერი მაგრამ ფაფუდა კადაიკარგებიან მარტო ტეხნიკა არა დღევანდელი ფეხბურთი ფიზიკურას ძლირი უნდა იყო
7 გუნდს
რამდენი გუნდი ვარდება??
ყოჩაღ
საღოლ ბათუმს