სხვა

23:23 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კორეელი სპეციალისტები ქართველ მწვრთნელებს ამზადებენ

21 სექტემბერს სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში" მდებარე ფრენბურთის არენაში ჩატარდა ტაეკვონდოს სემინარი ქართველი მწვრთნელებისთვის. 30-მდე ქართველ სპეციალისტს სემინარი ჩაუტარა სამხრეთ კორეიდან ჩამოსულმა ორმა სპეციალისტმა - ლიმ ჯაე ჰიონმა (მე-7 დანი) და ჯიონგ სუნგ კიმმა (მე-6 დანი).

სემინარს დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე. ისინი გაესაუბრნენ კორეელ და ქართველ მწვრთნელებს და ხაზი გაუსვეს სემინარის მნიშვნელობას.

ეს სპეციალისტები საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩამოვიდნენ და საქართველოს რეგიონებში და თბილისში მომუშავე მწვრთნელებს ამზადებენ.

სემინარი 15 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაცია სპორტსმენებისა და მწვრთნელების გადამზადების კუთხით სერიოზულად მუშაობს.

ივლისში საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციამ მსოფლიოს ტაეკვონდოს ფედერაციის დახმარებით 4 კორეელი სპეციალისტი ჩამოიყვანა. თეორიული და პრაქტიკული სემინარები ქართველი სპორტსმენებისთვის სპორტულ კომპლექს „არენა 1-ში" ჩატარდა. კორეელმა სპეციალისტებმა ჩვენს ქვეყანაში 40 დღე გაატარეს და ქართველ სპორტსმენებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

msy.gov.ge

თეგებიტაეკვონდო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111908