სხვა

20:53 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს იწყებს

22-24 სექტემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს გამართავს.

ქალ ფრენბურთელთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატი 22 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთობლივად ჩატარდება.

თბილისში B ჯგუფის თამაშები გაიმართება, ბაქოსა და განჯაში კი A,C და D ჯგუფების თამაშები შედგება.

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხევედრა 22 სექტემბერს იტალიის ეროვნულ გუნდთან ელის, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება, 23 სექტემბერს ასევე 17:00 საათზე გაიმართება საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების მატჩი, 24 სექტემბერს კი საქართველო ბელარუსთან ითამაშებს.

ბილეთების შეძენა

თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 3-3 გუნდი გავა, რის შემდეგაც ბაქოში 26 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაიმართება პლეი ოფები და ფინალური თამაშები.

თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის მატჩები "Chek in Georgia"-ს პროექტის ფარგლებში ტარდება.

ევროპის ჩემპიონატი ქალ ფრენბურთელთა შორის
22-24 სექტემბერი, თბილისი, ოლიმპიური სასახლე

22 სექტემბერი

17:00 საქართველო - იტალია
20:00 ბელარუსი - ხორვატია

23 სექტემბერი

17:00 საქართველო - ხორვატია
20:00 იტალია - ბელარუსი

24 სექტემბერი


17:00 საქართველო - ბელარუსი
20:00 ხორვატია - იტალია

msy.gov.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113241