თამაშგარე

10:57 | 20.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ისკო და ივანე კოტორაშვილი

მადრიდის “რეალის“ ახალგაზრდა ვარკვლავი ისკო ალარკონი მწვანე მინდორზე რომ მაგარი ბიჭია - ამას ყველანი ვხედავთ, მაგრამ მოედანსგარეთ თანაგუნდელები მოფერებით ივანე კოტორაშვილს ეძახიან, რადგან ცოლის მოყვანას ცოცხალი თავით არ აპირებს და ეს თემა მისთვის დახურულია.

ისკოს 2014 წელს უკვე ეყოლა შვილი მეგობარი გოგონასგან, ვიქტორია კალდერონისგან და რაკი ცოლად არც ვიქტორია მოუყვანია და შვილი უკვე ჰყავს, ახალგაზრდა ესპანელი მობურთალი ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა მოიყვანოს ცოლი და რატომ უნდა გაირთულოს ცხოვრება.

კაცმა რომ თქვას, ისკო არც ზოგადად მექალთანეობით გამოირჩევა და თავის უცოლობას ვერც საყვარელმრავლობით გაამართლებს. ეს ბიჭი როგორც ჩანს ქალებზე უფრო მეტად ფეხბურთზე ფიქრობს და დიდად არ ანაღვლებს ის ამბავი, რომ მასზე ათასგვარ ტყუილ-მართალ ჭორს თხზავს სრულიად ესპანეთის ბულვარული მედია.

0.129255