დანიის თასის მესამე ეტაპზე შედეგიანი დღე ჰქონდა “სილკებორგის” ქართულ ლეგიონს. მათე ვაწაძე დუბლით გამოირჩა, დავით სხირტლაძე – ერთი გოლით და ორი საგოლე გადაცემით. “სილკებორგმა” სტუმრად ქვედალიგელი “კიელერუპი” 6:0 გაანადგურა (VIDEO).
ვაწაძემ მე-40 და 47-ე წუთებზე გაიტანა, ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა სხირტლაძემ შეასრულა, თავად კი 50-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 4:0 გახადა. მათე 51-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დავითმა შეუცვლელად ითამაშა.
აქვე გეტყვით, რომ ვაწაძემ სამი დღის წინ, დანიის სუპერლიგის შეხვედრაშიც მოახერხა თავის გამოჩენა.