თამაშგარე

10:11 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მკერდდიადი მარიკა “ნაპოლიზე“ისევ ზრუნავს

ბევრი ხეტიალისა და ვაგლახის შემდეგ, ერთ დღესაც ჩვენი მოგონება იტალიის ქალაქ ნეაპოლს მიადგა. დაივლიდი ქალაქის ქუჩებს და გაოგნდებოდი, რადგან ერთ ფულიან ადამიანსაც კი ვერსად ნახავდი. მთელი “ძელეცობა“ ნეაპოლის განაპირას მდებარე საპოდიუმე სახლში გაკრეფილიყო, სადაც ასული, ვინმე მარიკა ფრუშო ფულიანი ბიძებისათვის საზეიმო მიღებას და ვახშამს მართავდა.

საზეიმო მიღებიდან შემოსული თანხები მკერდდალოცვილ მოდელს მთლიანად მისი საყვარელი საფეხბურთო კლუბისთვის - “ნაპოლისათვის“ უნდა გადაეცა და მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლურ კლუბს ფინანსურად არც ისე უჭირს, როგორც ბევრს ჰგონია, საყვარელი კლუბისთვის სიკეთის კეთების სურვილი იმდენად დიდი იყო, მკერდდიად მარიკას, აბა, ვინ შეეწინააღმდეგებოდა?..

საბოლოო ჯამში, მარიკა ფრუშომ ამ ერთგვარ საქველმოქმედო ღონისძიებაზე საკმაოდ კარგი თანხა (როგორც იძახიან, 120 ათას ევროზე მეტი) ააგროვა და როგორც ფილმ “იმერული ესკიზების“ გმირმა ბავშვებმა საკუთარ გაჭირვებულ თანაკლასელს “ოთხომოცი კაპიკი და კიდო მანათი“ - ისე გადასცა „ნაპოლის“ მესვეურებს. “უფასო ფულზე“ უარის თქმა კი, მოგეხსენებათ, რთულია...

0.128923