თამაშგარე

11:52 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრეისი კარვალიო არავის არაფერს დაუთმობს

ქარელის “იბერიას“ ყოფილი ფეხბურთელი, გივი ხუროშვილი უფრო გახდება მარადონას საქმის გამგრძელებელი და სოფელ საჭამიასერში უფრო გადმოიტანენ “მარაკანას“ სტადიონს, ვიდრე დადგება დრო, როდესაც ბრაზილიელი ლამაზმანები ერთმანეთის ქიშპობასა და მტრობას თავს დაანებებენ.

არახალი ამბავია, რომ ბრაზილიელი მოდელები, მსახიობები და ზოგადად ხელიხელსაგოგმანები ლამაზმანები, თავგამეტებით იბრძვიან ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების თილისმის ტიტულისა და წოდების მოსაპოვებლად და ამ ბრძოლაში უცნობილესი ასულებიც კოხტად ყელყელაობენ.

აი მაგალითად, მთელს მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული, გულმისავალი და სისხლის ამაჩქროლებელი ბრაზილიელი მოდელი, გრეისი კარვალიო როცა კი შანსი მიეცემა, ყველა ინტერვიუში მუშტმოღერებით იძახის, სწორედ მე მხვდა “პენტაკამპეონთა“ თილისმობის პატივი და ჟიზელ ბუნდჰენი, ან ადრიანა ლიმა ვინ მიგდიანო. ასეთი ქალი რომ აშარი დედაკაცივით კრულვას ასტეხს, სხვა რას იზამს - ხომ წარმოგიდგენიათ...

0.136242