სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

21:40 | 13.09.2017 | ნანახია 1806 - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი "რეჯანაში" წარადგინეს (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი იტალიაში ჩავიდა და “რეჯანასთან” კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. ქართველმა მოთამაშემ ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

მარკოიშვილმა პატარა კომენტარიც გააკეთა:

“წინასწარ ვერაფერს დაგპირდებით, მაგრამ იტალიაში დაბრუნების სურვილი გულწრფელი და ძლიერია. ერთი სული მაქვს, რომ ჩემი თავგადასავალი “რეჯანაში” დაიწყოს. ძალიან მოტივირებული ვარ”, - განაცხადა მარკოიშვილმა.

მანუჩარ მარკოიშვილი ბოლოს თურქულ “დარუშაფაქაში” ირჯებოდა. იტალია კი, მისთვის ნაცნობი ადგილია - ტრევიზოს “ბენეტონის” 2002-2004 და “კანტუს” ღირსებას 2009-2013 წლებში იცავდა.

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე მანუჩარი საშუალოდ თამაშში 7.4 ქულას, 4.0 მოხსნას, 1.2 პასს, 1.2 ჩაჭრასა და 0.4 დაფარებას აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:03 | 15.09.2017
Kala94 (6065)

მანუ გილოცავ და წარმატებები !

11:22 | 14.09.2017
shakooo7 (2169)

წარმატებები მანუჩარ ნაკრებსა და რეჯო ემილიაში

07:18 | 14.09.2017
iceman (1126)

წარმატებები, ვაფასებ ყველას ვიც ამ კრიტიკულ მომენტში ნაკრებს არ გაებუტება. და იგივე ცინცაძეს ზოგი რომ ლანძღავდა ჩაგდებული ევროპისათვის მე პირიქით პატივს ვცემდი რადგან ბოლომდე იბრძოდა ტრამვირებული და საჭიროა ნაკრებისთვის, მაგრამ პატივს ვერ ვცემ მის გადაწყვეტილებას დატოვოს ნაკრები. იმაზე თუა გაბრაზებული რომ ბევრი ლანძღავდა ისიც გაიხსენოს რომ უფრო მეტი მისი დარჩენის მომხრე ვართ და თავისი ქმედებით მათ ახარებს ვისაც არ ევასება და ჩვენ, მის მომხრეებს გადაგვისვამს ხაზს

12:46 | 14.09.2017
sabonis (6935)

რა თქმა უნდა, ისე ამ პოლიტიკოსებზე რატო არ მოქმედებს ეს ლანძღვები და არ მიდიან პოლიტიკიდან.DDD

02:34 | 14.09.2017
Shengo 28 (57)

Carmatebebi manus..!

23:00 | 13.09.2017
BEERTRANCE (94367)

წარმატებები

21:45 | 13.09.2017
empoli (750)

წარმატებები მანუ

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.101846