ფეხბურთი

16:53 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის და რელსტონის დაპირისპირება (+VIDEO)

“პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა “სელტიკის” ახალგაზრდა მცველს ანტონი რელსტონს, თამაშის მიმდინარეობისას უხეშობის გამო, მატჩის დასრულების შემდგომ ხელი არ ჩამოართვა და მოედნიდან გასვლამდე შოტლანდიელი მოთამაშის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვებიც არ დაიშურა.

ანტონიმ გუშინდელ შეხვედრაში პირველი გოლის ავტორის ნეიმარის პროვოცირება არაერთხელ სცადა. შოტლანდიელი ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რომ პარიზული კლუბის მოთამაშისათვის ფეხებში ჩაერტყა და ყოველ ჯერზე სახეზე ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114711