ჩინური “შანხაის” არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვუ ჯინგუიმ გააკრიტიკა. მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა წონაში საგრძნობლად მოიმატა და ჩინელი სპეციალისტის უკმაყოფილება სწორედ ამ ფაქტითაა გამოწვეული.
“არ ვაპირებ ამ ეტაპზე ის მოედანზე გამოვიყვანო. ტევესი არ არის მზად ფიზიკურად. მან წონაში ძალიან მოიმატა. იგივე პრობლემები აქვს ფრედი გუარინსაც. მათ პასუხისმგებლობა უნდა გააჩნდეთ.
თუ არ შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება რომ ითამაშონ, მაშინ ნუ ითამაშებენ. ძალიან ბევრ ვარსკვლავთან მიმუშავია, თუმცა მათ ჩემს რეპუტაციას არ შევალახინებ”, - განაცხადა ჯინგუიმ.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ჩემპიონატში ჩატარებული 11 მატჩის შემდგომ, არგენტინელს მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი, რის გამოც მას გულშემატკივრებიც აკრიტიკებენ.