ჩოგბურთი

10:56 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა დიდი სლემის მე-16 ტიტული მოიპოვა (+VIDEO)

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მეთექვსმეტე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. რაფამ ამერიკის ღია პირველობის ფინალში სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონი მარტივად 6:3, 6:3, 6:4 დაამარცხა (VIDEO). შეხვედრა 2 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. ნადალმა 9 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ანდერსონს მთელი თამაშის განმავლობაში ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია. ანდერსონმა 40 შეცდომა დაუშვა, ხოლო ნადალმა მხოლოდ – 11.

რაფამ ამერიკის ღია პირველობა მესამედ მოიგო (2010, 2013, 2017), კარიერაში კი 74 ტიტული მოიპოვა. ამ მაჩვენებლით რაფა ლეგენდარულ როდ ლეივერს გაუთანაბრდა და მეოთხე-მეხუთე ადგილს იყოფს.

2017 წელს ისე მოხდა, რომ ოთხი დიდი სლემის ტურნირი ფედერერმა და ნადალმა გადაინაწილეს. როჯერმა უიმბლდონზე და ავსტრალიის ღია პირველობაზე იმარჯვა, ხოლო ნადალმა როლან გაროსი და ამერიკის ღია პირველობა მოიგო. მსგავსი რამ ისტორიაში ოთხჯერ მოხდა (2006, 2007, 2010, 2017)

ესპანელმა ამ გამარჯვებით 3.7 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ანდერსონმა - 1.8 მილიონი დოლარი.

0.150501