ფეხბურთი

23:10 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოულოდნელობა: თბილისის "დინამო" აუტსაიდერს აქეთ გადაურჩა

ლიდერმა აუტსაიდერს უმასპინძლა და 1:1-ზე გაეყარა. მოულოდნელი შედეგია და კიდევ უფრო მოულოდნელი იქნებოდა, თბილისის "დინამოს" მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე რომ არ გაეთანაბრებინა ანგარიში. ახლოს, ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან ქობულეთის "შუქურა".

72-ე წუთზე ვიხილეთ პირველი გოლი. გიორგი კახელიშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა და გამოცდილმა კობა შალამბერიძემ ერთი შეხებით ცხრიანში გაგზავნა ბურთი. კარგი გოლი იყო - 0:1.

82-ე წუთზე "შუქურა" ათი კაცით დარჩა, რადგან გიორგი კახელიშვილი უხეშობისთვის მეორედ გააფრთხილეს და გააძევეს.

და მიმდინარეობდა 93-ე წუთი, როცა ბექა მიქელთაძემ დაარტყა, მეკარემ მოიგერია ბურთი და ენვერ ლილუაშვილმა დაამატა - 1:1. ეს ლილუაშვილის სადებიუტო გოლია უმაღლეს ლიგაში. აქამდე მას მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

აშკარად მომატებული აქვს გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილ "შუქურას" და ასეთი თამაშისთვის ქება ეკუთვნით. მეორე მხრივ, "დინამოს" შემადგენლობა ამ ზაფხულს ძალიან დასუსტდა, ბევრიც ტრავმირებულია. ბოლო მოვლენები: ლუკა ლოჩოშვილისა და განსაკუთრებით, გიორგი ჩაკვეტაძისYწასვლა კახა კაჭარავას გუნდს ნამდვილად დაეტყობა.

ეროვნული ლიგა. 25-ე ტური

თბილისი. დინამო არენა.

დინამო (თბილისი) - შუქურა (ქობულეთი) 1:1 (0:0)

დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, ქარდავა, ნინუა (ლილუაშვილი 72), შულაია, ქოჩლაძე (ზარია 60), ერგემლიძე (კუცია 52), მიქელთაძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

შუქურა: მელნიჩენკო, კალანდაძე, გოგიტიძე, დასე, მარსელინიო, კლიმიაშვილი, კახელიშვილი, ა.გურული, შალამბერიძე (ცეცხლაძე 87), მალაზონია (დაგარგულია 90), თუხარელი (ართმელაძე 55)

გოლები: 0:1 შალამბერიძე (72), 1;1 ლილუაშვილი (90+3)

გაფრთხილება: ქარდავა - კახელიშვილი, კახელიშვილი, მალაზონია

გაძევება: კახელიშვილი (82)

მსაჯი: სანოძე

0.131887