კალათბურთი

0:50 | 8.09.2017 | ნანახია 2389 - ჯერ

პაუ გასოლი – ევრობასკეტის ყველა დროის საუკეთესო მექულე

ესპანეთის ნაკრების და “სან-ანტონიო სპურსის” მძიმე ფორვარდი პაუ გასოლი ევრობასკეტის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა.

37 წლის კალათბურთელმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში უნგრეთს 20 ქულა ჩაუგდო და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. პაუს, რომელიც მეშვიდე ევრობასკეტზე იღებს მონაწილეობას, ჯამში 1111 ქულა დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ტონი პარკერს გადაუსწრო, რომლის მონაგარიც 7 ქულით ნაკლებია.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩი მოიგო და ფლეი-ოფში უდანაკარგოდ გავიდა, სადაც “ლა როხა” მასპინძელ თურქეთს დაუპირისპირდება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:14 | 09.09.2017
levani82 (41682)

პაუ გილოცავ ძმაო

13:16 | 08.09.2017
Nemesis (50)

რა ჯაგლაგია ამხელა კალათბურთელია და რამხელა ბუჩქი აქვს ამოდებული იღლიაში

13:20 | 08.09.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

წვერთან ერთად იპარსავს ალბათ... ჩემსავით

08:49 | 08.09.2017
abuka (1007)

რა გააჩინა ასეთი დედამისმა?

0.063689