კალათბურთი

0:06 | 8.09.2017 | ნანახია 6287 - ჯერ

ილიას ზუროსი: "ჩვენი დანიშნულება არ დასრულებულა"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისრაელიდან საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. გამონაკლისი იყო ზაზა ფაჩულია, რომელსაც შვილი შეეძინა და აშშ-ი გაფრინდა და მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი.

ბერძენი სპეციალისტი განვლილ ევროპის ჩემპიონატს სოციალურ ქსელში პატარა წერილით გამოეხმაურა.

“ჩვენ ბევრგან გვიმოგზაურია, რომელიც სავსე იყო ზეიმით. ასევე იყო ცრემლები და გუნდური სულისკვეთება. ჩვენი დანიშნულება არ დასრულებულა. ყოველთვის ვამაყობ საქართველოს მხარდაჭერით”, - წერს ზუროსი საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე 2 თამაში მოიგო და სამჯერ დამარცხდა. ეს კი, პლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა. ახლა, საქართველოს ნაკრების წინაშე ახალი გამოწვევაა – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 24 ნოემბერს დაიწყება.


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:06 | 08.09.2017
BEERTRANCE (97819)

ჯობია დავიტოვოთ. ეგეც და დიქსონიც

19:20 | 08.09.2017
დავითა1986 (7)

უნდა დარჩეს აუცილებლად მაგაზე უკეთესად ვერავინ გაუძღვება ჩვენ გუნდს ამ ეტაპზე

18:58 | 08.09.2017
qomagi (1575)

ახლა ვნახე მსოფლიო შესარჩევის ცხრილი - სერბეთი, გერმანია და ავსტრია გვყავს ჯგუფში და მეორე საკვალიფიკაციოზე 3 გუნდი გადის ჯგუფიდან. პირველი 3 თამაში გასვლაზე გვაქვს, მომდევნო 3 სახლში.იმედია ჯგუფიდან გავალთ და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდი და H ჯგუფიდან გასული 3 გუნდი ქმნის 6 გუნდიან ჯგუფს, საიდანაც მსოფლიოზე 3 საუკეთესო გავა. H ჯგუფში ისრაელი, ბრიტანეთი, საბერძნეთი და ესტონეთი არიან.
მგონი ცუდი შანსები არ უნდა გვქონდეს, გააჩნია, როგორი შემადგენლობა შეიკრიბება.

18:50 | 08.09.2017
qomagi (1575)

ფაჩულია დაემშვიდობა ეროვნულ ნაკრებს, შერმადინი და შენგელია თუ არ გამოუშვეს და მანუმაც უარი თქვა თამაშზე, ვის იმედად ვაპირებთ შესარჩევზე გასვლას?

18:17 | 08.09.2017
zarzuela (846)

ძალიან ცუდია შერმადინი და შენგელია არგვეყოლება მსოფლიოს შესარჩევზე ( ევრო ლიგა არ უშვებს თავის მოთამაშეებს (((((

16:02 | 08.09.2017
jerar-toria-liverpool (112)

პირველ რიგში დიქსონი და ზუროსი უნდა დარჩეს 2 აზრი არ არსებობს

15:56 | 08.09.2017
RHP (3623)

აუ მანუმ მართლა ეგ თქვა?
ეე მაგრა ტეხავსstripslashes((strlen(':////')>0?' :////':' :////')) მანუსნაირი დამცველი არ გვყავს ტო გუნდურად ინდივიდუალურად გამოცდილი ჭკვიანი მაგრა მევასებოდა სულ მარა წელს რავი იმენა სხვების დაცვითი ხარვეზების ფონზე და ვიკას არყოფნაში
გამიტყდა

16:08 | 08.09.2017
sabonis (9584)

რა თქვა მანუმ?

15:54 | 08.09.2017
RHP (3623)

კარგი ხარ ზუროს მარა ცოტა დაოკდი ხოლმე კი კაია ემოციურობა მარა ზედმეტიც არ ვარგა :დ ჯარიმები იცის :დდ
ისე ჯერ კოკოშა იყო უემოცია აი ღიმილსაც რო ვერ ნახავდით ეს კიდე ცალკე განზომილებაა შუალედური დაიჭირეთ რომელიმემ :დდდ

15:37 | 08.09.2017
eke99 (1362)

ამაზე ბევრად მაგარი იყო კეცელიდისი რომლის ასისტენტობისას ზუროსმა ლიტვაშიც მოიგო და ოლიმპიაკოსშიც. კენცელიდისი თან სუპერლიგის გუნდში იქნებოდა და მთელი წელი დააკვირდებოდა ყველა მოთამაშეს სუპერლიგაშოც და ასკაობროვშიც.

12:30 | 08.09.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

კარგია რომ მოტივირებული ხარ ილოჯან. ამიერიდან გისურვებ ისე გემუშავოს, რომ ნაკლებ კითხვებს ბადებდეს შენი ქმედებები. ეს ეხება სწორ შემადგენლობას, უფრო პროდუქტიულ და გრძელ სკამს, ავტორიტეტებისთვის თავის დახრას და ზედმეტი უფლებების მიცემას, არითმიულ თამაშს. ცოტათი იმ უაზრო ტექნიკურებისთვისაც გისაყვედურებდით
იტოგში, ამ მსოფლიოს შესარჩევზე უნდა გაატ...კო მოშნად !!!

12:27 | 08.09.2017
იუნაიტედი (56)

ჟურნალისტებთან, ერთი ტხოვნა მაქვს იქნებ ვინმემ გაარკვიოთ დიქსონი მომავალშიც დაგვეხმარება თუ არა?? ამ ევრობასკეტის შემხედვარე, შეუცვლელ მოთამაშედ იქცა და იქნებ გულშემატკივრიან-ფედერაციანად ყველამ ერთად ვიზრუნოთ მის დარჩენაზე, ეროვნულ ნაკრებში.. ლამის მარტო მოუგო იტალიას..

12:17 | 08.09.2017
იუნაიტედი (56)

ხო გუშინ ობლოაძის გადაცემა იყო სასწაული, ქვეყნის N1 სპორტული ჟურნალისტი არცერთ კრიტიკულ შეკიტხვას არ სვამს ჩაგდებული მერე და განსხვავებული პოზიციის დაფიქსირების ეშინია..

12:17 | 08.09.2017
იუნაიტედი (56)

რა იყო არაკორექტული?? თქვენი კოლეგები რომ გავაკრატიკე ის?? გთხოვთ აღადგინოთ კომენტარი

12:14 | 08.09.2017
იუნაიტედი (56)

იყო გარკვეული პროგრესი მარა შეცდომების მრავლად დაუშვა ზუროსმა, პირველ რიგში საინტერესოა ისეთი ხალხი რატო წაიყვანა, რომელთა იმედიც 2-3 წუთის განმავლობაშიც კი არ ექნებოდა?? ვერ დავიჯერებ რომ თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში, 4-5 კალათბურთელი არ მოიძებნება ისეთი 3-4 წუთი რომ გაიყვანო პარკეტზე და რამე გააფუჭონ, აგვიხსენი ძია ილო რა მიზნით წაიყვანეთ, გამყრელიძე, ლონდარიძე და ბოისა? ნუ ამ უკანსკნელის დამსახურება ყველამ ვიცით და მეორე შენი ზედმეტი ემოციურობის გამო ყველა ტამაშში გუნდი გადაწყვეტ მომენტებშ ტექნიკურით ისჯებოდეს?? პრინციპში იტალიასტან მაგ ტექნიკურის შემდეგ ჩაგვიგდო ბელინელიმ 3+1 და ჯამში 5 ქულიანი შეტევა მივიღეთ..

12:25 | 08.09.2017
იუნაიტედი (56)

მარა მიუხედად ყველაფრისა ვთვლი რომ უნდა დარჩეს, ეტყობა რომ კარგი ტაქტიკოსი და მოტივატორია

10:35 | 08.09.2017
baxt (1836)

ჯერ არ ამოუწურავს თავის შესაძლებლობები ჩვენს ნაკრებში და უნდა დარჩეს.

09:24 | 08.09.2017
tomuri (1422)

ზალიან მაგარი მწვრთნელია, თორმეტი სრულფასოვანი კაცი რომ ჰყოლოდა ევრტობასკეტს მოიგებდა

00:57 | 08.09.2017
aulol besoi (1291)

ჯეკ ნიკ - აუ საღოლ რა, მაგრად მახითხითე..დდდდდ

00:38 | 08.09.2017
KD (575)

ამ კაცმა გვასწავლა ბოლომდე ბრძოლა.. რა თქმა უნდა, უნდა დარჩეს.. დანარჩენი გამოსწორდება.. იგორას ვაცადეთ ამდენი და ილო ძიამ რაღა დააშავა.. ნერვებს უნდა გაუფრთხილდეს, ისე )

00:21 | 08.09.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ძაან ჭკვიანი მწვრთნელია ზუროსი აუცილებლად უნდა დარჩეს იყო უარყოფით ი რაღაც მხარეებიც მაგრამ ტაქტიკაში მართლა ძლიერია

0.068661