სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

13:48 | 7.09.2017 | ნანახია 6765 - ჯერ

ეპოქის დასასრული

„მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო. კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა!“ - ზაზა ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებში 17-წლიანი კარიერა დაასრულა. 33 წლის კაპიტანი ეროვნული გუნდიდან წავიდა და იგი ქართული კალათბურთის ისტორიაში გამარჯვებული დაგვამახსოვრდება.

ზაზა ფაჩულია ნაკრებში ყოველთვის იყო ერთგული მეომარი და ღირსეული ლიდერი. ზაზა ფაჩულიამ ეროვნულ გუნდს წლები შეალია და არ დაუშურია ძალ-ღონე იმისთვის, რომ საქართველოს სახელი ევროპისა თუ მსოფლიოს მასშტაბით კარგად წარმოეჩინა. ზაზა ფაჩულიას წინამძღოლობით საქართველოს ნაკრები იყო B დივიზიონში და მივიდა ევროპის ჩემპიონატამდე. მივიდა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალამდეც და დაამარცხა ლიტვის ნაკრებიც... იყო ბევრი გამარჯვება და იყო დამარცხებაც, მაგრამ ესეც სპორტის შემადგენელი ნაწილია.

ზაზა ფაჩულიამ თავის კარიერაში ბოლო ევრობასკეტი ტრავმით ითამაშა, მაგრამ უარი არ უთქვამს თავისი ქვეყნის სახელის დაცვაზე. აკეთებდა მაქსიმუმს ყოველთვის და ყველაფერში.

“როცა ამერიკაში ვინმეს ჰგონია, რომ ჯორჯიის შტატიდან ვარ, ამაზე ყოველთვის ვბრაზდები. ყველანაირად ვცდილობ მათ ჩემი ქვეყანა გავაცნო. ვაჩვენო, რომ არსებობს საქართველო, რომელიც კარგი ქვეყანაა”, - ამბობს ზაზა.

ზაზა 1984 წლის 10 თებერვალს, ერთ თბილისურ ოჯახში დაიბადა. გასაკვირი არაა, რომ ცხოვრების გზამკვლევად სპორტი აირჩია – დედა კალათბურთელი ჰყავდა, მამა – მოჭიდავე. ფაჩულიების ოჯახში იგი ერთადერთი შვილი იყო. თავიდან პატარა (ასაკით) ფაჩულია თითქმის ყველა სპორტის სახეობაზე დადიოდა, მაგრამ უშვებდნენ, რადგან ბურთს ყოველთვის ხელით ეხებოდა... საბოლოოდ, ზაზამ კალათბურთი აირჩია და პირველად ამ მშვენიერ სპორტის სახეობას 9 წლის ასაკში მიაკითხა.

არავინ უწყის, როგორ წარიმართებოდა მისი კარიერა, რომ არა ერთი შემთხვევა - სკოლაში, სადაც ფაჩულია სწავლობდა, თურქული გუნდის “ულქერის” ერთ-ერთი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ქართველმა გიგანტმა ყურადღება სიმაღლით მიიპყრო, ხოლო მას შემდგომ, რაც დაინტერესებულმა სტუმარმა გაიგო, რომ ეს ტანმაღალი ბიჭი კალათბურთს თამაშობდა, თურქული გზის გახსნასაც აღარაფერი ედგა წინ. ბოლოს ისე მოხდა, რომ “ულქერის” ხელმძღვანელები ჩვენს ქვეყანას ერთი კვირის შემდგომ ეწვივნენ. რაღა თქმა უნდა, ფაჩულიას წასაყვანად. არადა, პარადოქსია, ზუსტად იმ პერიოდში ნიჭიერი კალათბურთელი საქართველოს კადეტთა ნაკრებს მიღმა დარჩა. იმავე თურქეთში წამსვლელი 12 კალათბურთელი კადეტთა ნაკრების ხელმძღვანელობას 13 მოთამაშისგან უნდა შეერჩია... შეარჩიეს კიდეც – ერთადერთი ვინც ნაკრებს მიღმა დარჩა, ეს ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი იყო...

თურქეთში გატარებული წარმატებული პერიოდის შემდგომ კი ზაზას კარიერაში ერა დადგა, რომელსაც დღემდე წარმატებულად და ნაბიჯ-ნაბიჯ, სტაბილურად მიჰყვება. 2003 წელს, ქართველი ცენტრი “ორლანდო მეჯიქმა” აიყვანა. მართალია, ეს გუნდი NBA-ში განსაკუთრებული წარმატებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ვლადიმერ სტეფანიასა და ნიკოლოზ ცქიტიშვილის შემდეგ, ოკეანის გაღმა მესამე ქართველის მოხვედრა, თანაც 19 წლის ასაკში, ბევრ რამეზე მეტყველებდა.

ბევრს ასეთ დროს “ქართული სენი” შეეყრებოდა და თავში აუვარდებოდა, რასაც უმალ მოჰყვებოდა კარიერის დაღმასვლა, მაგრამ ფაჩულია ამ მხრივაც სასიამოვნო გამონაკლისია – აბა როგორია, ათეულ წელზე მეტხანს ისეთ ლიგაში სტაბილურად თამაში, რომელშიც მოხვედრაზე ოცნებაც კი ბევრს არ შეუძლია?!..

საქართველოს ნაკრების კაპიტნის წარმატების საიდუმლო კი ყოველდღიურ შრომასა და პროფესიონალიზმშია. მან კარგად იცის, რომ ოდნავი მოდუნების შემთხვევაშიც კი რეგრესი დაეწყება.

“ქართველებისთვის უცხოეთში თავის დამკვიდრება და სახელის მოხვეჭა უფრო რთულია, ვიდრე იტალიელისთვის, ესპანელისთვის ან სხვა ეროვნების ადამიანისთვის. ფერადკანიანები ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები არიან, ეს მათ დაბადებიდანვე მოსდევთ. მქონდა შემთხევვები, როცა თანაგუნდელები სატრენაჟორო დარბაზს არც ეკარებოდნენ, მაგრამ თამაშზე დაფრინავდნენ, მე კი მათ დონესთან მისაახლოვებლად ორმაგი, სამმაგი ვარჯიში მჭირდებოდა და მჭირდება”, - ესეც ზაზას სიტყვებია.

წარმატება ადვილად რომ არ მოდის, კარგად აქვს გათავისებული. სხვანაირად ვერც მიაღწევდა იმას, რასაც დღეს ვხედავთ. ფაჩულიას იცნობენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც კი კალათბურთზე სმენიათ. თანაც, იცნობენ დადებით კონტექსტში. ისე, სპორტსმენს ასაკის მატებასთან ერთად კარიერული დაღმასვლა ეწყება. ეს ბუნებრივი მოვლენაცაა, მაგრამ ფაჩულიას შემთხვევაში პირიქითაა! – 33 წლის კალათბურთელი NBA-ს ჩემპიონი გახდა. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა. ზაზამ თასი საქართველოშიც ჩამოიტანა.

“ამ დღეს დიდი ხანი ველოდი, იმ მომენტიდან, როდესაც დამსახურებულად გავიმარჯვე. რა თქმა უნდა, ფინალის დღეს ჩემი ოჯახის წევრები იქ იყვნენ ჩემთან ერთად. ასევე “უორიორზის”მილიონობით გულშემატკივარი, მაგრამ სულ სხვა გრძნობაა, როდესაც ქართველ ხალხთან ერთად გიწევს სიხარულის გაზიარება. ასე რომ, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ღმერთს ეს ბედნიერი დღე რომ გამითენა. როგორც შეგპირდით, თასი ჩამოვიტანე საქართველოში და რამდენიმე დღე აქ იქნება. ეს თასი საქართველოსია, ყველა ჩვენგანისაა და შეგიძლიათ ყველამ იამაყოთ იმიტომ, რომ ამ ტიტულს ვერავინ წაგვართმევს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს არის პირველი და იმედი მაქვს არა უკანასკნელი. თამამად შემიძლია მოგილოცოთ თასის საქართველოში ყოფნა“, - თქვა ზაზამ ჩემპიონობის შემდეგ.

ქართველმა კარგად იცის, რა არის ასაკის მატებასთან ერთად უკეთ ათამაშების საიდუმლოც. სჯობს თავად მისი სიტყვები ამოვიკითხოთ:

“კონიაკი რაც უფრო ძველდება, მით უფრო კარგი ხდება. ვფიქრობ, სპორტსმენიც ასე უნდა იყოს. ჩვენი კარიერა დიდხანს არ გრძელდება, 15-20 წელი და ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა წარმატებელები ვიყოთ. ცხოვრებაში შანსი ყოველთვის მოდის, ოღონდ მხოლოდ ერთხელ. იგივე შანსი მეორედ არ ბრუნდება და ჩვენ ამ შესაძლებლობას ხელი ისე მაგრად უნდა ჩავჭიდოთ, რომ ვერაფერმა გაგვაშვებინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სხვა დაეპატრონება, რომელსაც ყველაფერი კარგად ექნება გააზრებული და არ დაკარგავს. მსოფლიოში მილიონობით სპორტსმენია, მაგრამ წარმატებას ყველა ვერ აღწევს”...

ფაჩულიას ისიც კარგად აქვს გათავისებულ-გააზრებული, რომ ერთ დონეზე, სტაბილურად ყოფნისთვის და უბრალოდ, მაღალ დონეზე თამაშისთვის დისციპლინის დაცვაც აუცილებელია. უმჯობესია, ამ შემთხვევაშიც მისი სიტყვები წავიკითხოთ:

“არავის ეგონოს, რომ თუ ღამის 2 საათზე სახლიდან გახვალ და რეჟიმს დაარღვევ, ვერავინ შენიშნავს. ჩვენს გვერდით არიან მეგობრები, ჟურნალისტები, ადამიანები, რომლებიც გამუდმებით თვალ-ყურს გვადევნებენ. მე პირადად, რეჟიმს არასდროს ვარღვევ, რადგან ვიცი, ეს კარგს არაფერს მომიტანს. თუ დამიჯერებთ, ტკბილსაც კი არ ვჭამ, რომ წონაში არ მოვიმატო. ძმაკაცებს, მეგობრებს, გართობას, ყველაფერს თავისი დრო აქვს”, - ამბობს ზაზა.

„გოლდენ სტეიტის“ ცენტრს არც ის ავიწყდება, რომ წარმატების მისაღწევად, გარდა თავდაუზოგავი შრომისა და ვარჯიშისა, მცირეოდენი გამართლებაცაა საჭირო. როგორც ზაზა ამბობს, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრების რომელიმე ეტაპზე არ გაუმართლებს. მთავარია, როგორ გამოიყენებს იგი ამ შანსს.

“როდესაც “ულქერში” მოვხდი, აშკარად გამიმართლა. სამწუხაროდ, მაშინ და დღესაც წარმოუდგენელია, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ NBA-ში მოხვდე. რომ არა თურქული კარიერა, იქ მოხვედრა გამიჭირდებოდა. აი, “ულქერში” კი ნამდვილად გამართლების ხარჯზე მოვხდი. არადა, ზუსტად იმ კვირაში საქართველოს საუკეთესო 12 კალათბურთელს შორის ვერ მოვხვდი”, - იხსენებს 33 წლის კალათბურთელი.

ქართველის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე ალბათ, 2015 წლის 20 მარტს დადგა, როცა NBA-ში, “ბრუკლინს” 22 ქულა და 21 მოხსნა გაუხერხა (!) – თანაც, როგორი საქმეა 21 მოხსნილი ბურთიდან 18 მეტოქის ფარზე იყო!.. – ეს შემთხვევით არ ხდება, ეს დიდი კლასისა და შრომის შედეგია. ისიც ვთქვათ, რომ იმ დღეს ქართველი ბიჭი NBA-ს ისტორიაში შევიდა, რადგან 21-ე საუკუნეში მეტოქის ფარზე ამდენჯერ ბურთი არავის მოუხსნია... ამ შედეგს ფაჩულიამ 7 პასი და ჩაჭრაც დაუმატა(!).. ვგონებ, სიტყვები ზედმეტია, შეფასებები თქვენთვის მომინდია...

ზაზა ნაკრებთან ერთად ითამაშა B დივიზიონში და ითამაშა შემდეგ ოთხი ევრობასკეტი - ზაზამ ბევრჯერ გაახარა ქართველი გულშემატკივრის გული. და, როგორც თვითონ ამბობს, იმაზე კარგი არაფერია, როდესაც გულშემატკივარი ტაშს გიკრავს, როდესაც ქომაგს უყვარხარ...

“სპორტზე კარგი არაფერია. არც პოლიტიკა, არც ბიზნესი... არაფერი სჯობს, როდესაც გულშემატკივარს უყვარხარ და ტაშით გაჯილდოვებს”, - ამბობს ფაჩულია.

რასაც დასაწყისი აქვს, აუცილებლად აქვს დასასრულიც - ზაზა ფაჩულიას გარეშე დღეს საქართველოს ნაკრების წარმოდგენა ძნელია, ზაზა ფაჩულია თვითონ იყო ხშირ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები და ზაზა ფაჩულია არის ქვეყნის სახე - ზაზა დაგვემშვიდობა, ზაზამ დატოვა 7 ნომრიანი მაისური...

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (54)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:57 | 08.09.2017
jerar-toria-liverpool (39)

ჩვენი ნამდვილი კაპიტანი,ჩვენი საამაყო კაცი,ჩვენი 7-იანი,ვინც ნორმალურად აზროვნებ იმან იცის ჩვენი ნაკრები სად იყო და რა იყო,ზაზამ შექმნა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კალათბურთის ეპოქა საქართველოში,აზრზე ხართ ბ დივიზიონში ვიყავით და დღეს პრეტენზიები გვაქ ევროპის საუკეტესო გუნდებს ჯგუფში 2 თამაშის მეტი ვერ მოვუგეთო,თანაც სკამიანად 7 კაცით,ევროპის ჩემპიონატი აუხდენელი ოცნება იყო,ეხლა კი ყველას ჩვენი შიში აქ,წარმოიდგინე ლიტვასაც კი,ვინმე იოცნებებდით ლატვიას,სერბეთს,საბერძნეთში საბერძნეთს რო მოვუგებდით ბოლო ბილო ლიტვასაც წარმოიდგინე,მსოფლიოში ერტ-ერტ საუკეტესო ნაკრებს,ქართველების გამკვირვებია,მთელ ერს უნდა გვეზეიმა და მესმის კაი რა ეგ ამხანაგური იყო და მაგიტო მოუგეთ ლიტვასო და ზეიმის ნაცვლად რაგაც მიზეზების ძებნა დავიწყეთ თითქოს ლიტველები ვიყავით და თავს ვიმართლებდით,ვისაც კალათბურთი უთამაშია ან ფეხბურთი უბნის დონეზეც კი და ერთი წარმოიდგინე მეზობელ ქალაქტან ან უბანთან რო თამაშობ და მოგებას რამხელა სიხარული მოაქ და წაგებას რამხელა გულის წყვეტა,აქ კი ერტი ქვეყანა მეორე ქვეყანას ეთამაშება და ამხანაგური რა შუაშია,აი ევროპის ჩემპიონატზე ისევ შევხვდით და ისევ მოვუგებთ,ეხლა რას იტყვით,მსოფლიო არ იყო,ევროპა იყო და არ უნდოდათ ლიტველებს?ზაზამ შემოიკრიბა გუნდი და ვაჩვენეთ უსკამოდ დიდი შედეგი,მე წარმატებულად ვთვლი ჯგუფში 2 მოგებას და დანარჩენში ბრძოლას,ვისაც კალათბურთის გაეგება ნახავდა ჩვენი ტრამვირებული კაპიტნის გაწეულ შრომას პარკეტზე,უკვე ოცნებაც კი სასაცილო იყო რო საქართველოში ქართველი მბა ჩემპიონი თას ჩამოიტანდა და საქართველოს ისტორიას დაწერდა,ეს დგეც გაგვითენა ჩვენმა კაპიტანმა,ეს აუხდენელი ოცნება აგვიხდინა და გაჭირვებულ ხალხს ბედნიერება მოუტანა,ზაზამ საქართველოს იმაზე მეტი გაუკეთა ვიდრე დღეს საქართველოს მთავრობამ და მტლიანად პარლამენტმა,მბა ჩემპიონობა საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონობაზე უფრო ძვირფასია,ეხლა კიდე იტყვიტ გამოხვალთ და ჩვენს საამაყო კაპიტანზე ცუდს,თუ გულით ქართველი ხარ ცუდს ვერ იტყვი,არ გაქ ამის მიზეზი,წარმატებები ჩემო საამაყო კაპიტანო,არ გიცნობ,ნანახიც კი არ მყავხარ ეკრანს იქით მაგრამ ჩემს გულში იყავი,ხარ და იქნები მუდამ,ჩემი ოჯახის წევრი ხარ,მიყვარხარ და გისურვებ ყველაფერს კარგს შენს ოჯახთან ერთად,მშვიდობით კაპიტანო.....

10:23 | 08.09.2017
თენგაბი (107)

არავინ ამბობს ზაზა მეჯიქ ჯონსონია ან ჯორდანია, ან შაკილზე უკეთესი ცენტრია, მაგრამ ამ კაცის თავდადება ჩვენი ქვეყნისათვის ფასდაუდებელია. რამდენმა ნბა-ს ვარსკვლავმა თქვა უარი ნაკრებში თამაშზე და მომავალ სეზონს დასვენებული დახვედრა არჩია? იმდენი სიკეთე ჩემს ოჯახსაც და თქვენსასაც, რამდენჯერ ზაზა ლამის მარტოც ებრძოდა მეტოქეს ლომივით და სხვებს ყურები ჩამოუყრია. გუნდისათვის ზაზა ბოლომდე იხარჯება, იბრძვის თავგანწირვით, რამდენჯერ გათხლაშულა ეს ორმეტრიანი კაცი ძირს ბურთისათვის ბრძოლაში, სადაც ნებისმიერი დაცემა ტრავმის ფასია. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვიღაც გავაფეტიშოთ, არამედ იმისათვის, რომ დავინახოთ ვინ უანგაროდ და ალალად ემსახურება თავის ხალხს, ჩვენ პატარა ქვეყანას, განსხვავებით იმ უამრავი სუბიექტებისაგან, რომელთაც ამის ვალდებულე აქვს და არ აკეთებს.
სხვა საქმეა რომ ყოველთვის ყველაფერი არ გამოგვდის. დიქსონმა ერთ თამაშში მხოლოდ ორი ქულა გააკეთა, სამაგიეროდ იტალიასთან ოცდაცხრა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამის გულისათვის ანათემას უნდა გადავცეთ და ჩავუსაფრთედ? იტალიასთან წაგების შემდეგ, ლამის მთელი ღამე არ მეძინა, მაგრამ მოვდგე ახლა ზაზა ფაჩულიას და კალათბურთის თამაშის უვიცობა და არაკვალიფიციურობა ვაბრალო?
მართალია ზაზა საკალათბურთო ღმერთი არ არის, მაგრამ ხომ არ გვავიწყდება მსოფლიო ჩემპიონზე გვაქვს საუბარი, იმ გუნდის ძირითად ცენტრზე, რომელი გუნდიც დღეს საუკეთესოა მსოფლიოში. კალათბურთი გუნდური თამაშია და თუ ამ გუნდის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებ ისე არავინ გაგაჩერებს იქ. გარდა ამისა, ნბა-ს აღიარებული რამდენი ვარსკვლავი ლამის გაუქვრია ზაზას პარკეტიდან. გაიხსენეთ კაზინსი, იგივე ვალანჩუნასი და ა.შ.
ერთ მწერალს აქვს ნათქვამი, რაგინდ გენიოსი იყოს შენი მეზობელი, თუ ზურგზე ხელი გაქვს დატყაპუნებული, შენ თვალში ფასი დაკარგული აქვსო. ზოგიერტებზე მასე შეიძლება ითქვას, იგივე ვალანჩუნასზე ლამის გონება გვეკეტება და ჩვენიანს კი ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნას ვაბრალით.
ერთეულები, რაც არ უნდა ეცადონ ამინდს ვერ შექმნიან. ქარავნის სიჩქარეს ჩამორჩენილი აქლემის სიჩქარე განსაზღვრავს. საქართველოს ნაკრები ერთ და ორ ნებისმიერ მეტოქეს მოუგებს, ინდივიდუალიზმის და ჯიგრის ხარჯზე, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ფორმატი, ზედიზედ რამდენიმე თამაში სხვა მიდგომას მოითხოვს. გუნდში თუ ათი სრულფასოვანი, ევროპული დონის მოთამამაშე არა გყავს, წარმატებაზე ფიქრი ძნელია. ხანდახან მაგიც არ შველის. შარშანდელი პლეიოფის ფინალი გაიხსენეთ. ვარსკვლავებით დახუნძლულ გოლდენს ერთი მოგება დააკლდა ჩემპიონობამდე, ბოლო სამი გადამწყვეტი თამაში დათმო და მასთან ერთად ჩემპიონობა. ჩვენ მანამდე ბევრი გვიკლია - ინფრასტრუქტურა, საბავშვო აკადემიები, ფინანსები და ათასი სხვა.
ასე რომ ყველაფერი ამის ფონზე, თუ ვინმეს ალალ მადლობას ვეტყვით ამით არა დაშავდება. არ არის საუბარი ობიექტურ კრიტიკაზე, რომელიც ისე აუცილებელია, როგორც პირდაუბანელისათვის სარკე, მაგრამ სარკაზმთან, დაცინვასთან და დამცირებასთან მას არაფერი აკავშირებს.

00:22 | 08.09.2017
aulol besoi (236)

ჩვენ მსოფლიოზე უნდა გავიდეთ, მგინი რო შევძლებთ ამა და მინდა რომ მსოფკიოზე ფაჩულიამაც ითამაშოს, იმსახურებს ამას, გარდა ამისა მინდა, რომ მისი წასვლის მერე უფრო მეტად არ დავაფასოთ ის, ციდრე მისი თამაშის დროს ვაფასებდით, ანუ ღირსეულად შეცვალოს ჯერ შერმადინმა და თანდათანობით ბითაძემაც, არ მინდა რომ მეტოქის ფარზე მოხსნები გაგვინახევრდეს მისი წასვლი, არადა მგონია რო გაგვინახევრდება მინიმუმ...

00:25 | 08.09.2017
aulol besoi (236)

და მაინც, თუ ასე მოხდება მაშინ მინდა, რომ სამწამიანიდან ქულები გაგვიორმაგდეს, არადა მინიმუმ არ გაგვიორმაგდება მგინია...მაგრამ დიდი იმედი მაქ რომ შეცდომით მგონია ორივე...

23:05 | 07.09.2017
XoMe (548)

არ წამიკითხია არავის კომენტარი და არც მაინტერესებს : ) მადლობა კაპიტანო! გორგოძილასთან ერტად შენ ხარ დიდი კაპიტანი!

21:07 | 07.09.2017
levani82 (40222)

Brazilian.Ronaldo

ძალიან კარგად და არგუმენტირებულად წერ თუნდაც ეს ჯანსაღი კრიტიკა იყოს თუ ვინმე ამ კრიტიკას არ მიიღებს ეს ისევ მისთვისვე იქნება ცუდი და კარიერულად წინ ვერ წავა

20:12 | 07.09.2017
LApaata (161)

დიდი მადლობა ზაზა, კი ნამდვილად შექმნა ეპოქა ჩვენ ნაკრებში. მე მახსოვს ის 17 წლისამ პირველად რომ ითამაშა ნაკრებში, შემდეგ იყო შიშები რომ ვიღაცასავით მიიღებდა თურქეთის მოქალაქებას და დავკარგავდით მას. მან არჩია სამშობლო და თავის მხრებით ბიჭებთAნ ერთად ამოათრიეს წუმპედან საქართველოს ნაკრები, (B დივიზონიდა) დერიუგინი მართლა მაგარი იყო, შერმადინიც კარგი გვყავს, მარა ფაქტია რომ ახლა ზაზაზეა საუბარი და მან მართლა შექმნა ეპოქა. მენტალობა არ გვივარგა ჩვენ ქართველებს, რომ ადამიანს კუთვნილი მადლობა გადაუხადოთ და უაზრო შეცდომები არ მოვიგონოთ მის გარბენები, თუ დაკარგვები მართლა უაზრობაა რაც ამ კაცმა დადო ჩვენი და თავის სამშობლოსთვის. მადლობა კაპიტანო ყველაფრისთვის. წარმატება პირად ცხოვრებაში და რა თქმა უნდა NBA-ში. ამრავლოს შენნაირი სპორტსმენები და კაცური კაცები საქართველოში.

19:53 | 07.09.2017
maxo_65 (5691)

დერიუგინმა შექმნა აბა ეპოქაო? სვამს ადამიანი კითხვას..დერიუგინმს არ შეუქმნია ეპოქა, მაგრამ როგორც კალათბურთელი (ხაზს ვუსვამ) გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ზაზა და შერმადინი ერთად აღებული...

19:42 | 07.09.2017
geo.ragby (354)

ჩვენი ნკრები შეიძლება დაიყოს სტატისტიკით კალათბურთელებად და ტურისტებად ( ბოისა და დანარჩენები). მეჯიქ ჯონსონი რომელსაც კი სპიდი ქონდა და ნაკრებში პატივსაცემათ წაიყვანეს უფრო მეტი ქულები და პასები ქონდა ვიდრე ჩვენს ტურისტებს ბურთის დაკარგვებით და პასებით ხომ საერთოდ პირველ ადგილზე ვართ სტატისტიკით. უბრალოდ ის ორი თამაში ჯიგრით მოიგეს.
ზაზას მადლობა ყველაფრისთვის თავს არ ზოგავდა ნაკრებში თამაშისას! მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და რესურსი!

18:57 | 07.09.2017
Erovnuli-Nakrebi (7934)

ბებერი სპორტისთვის, თუარა რა ბებერი! ეხლა იწყებს ცხოვრებას ))) მადლობა ზაზა

18:56 | 07.09.2017
Erovnuli-Nakrebi (7934)

ისე 4 წელი კიდევ ითამაშებს ბებერი ფაჩარა ლომი ზაზა და იქნებ კიდევ მობრუნდეს ნაკრებში! სათადარიგოებშიც რომ იჯდეს შენდეგ ევროპაზე, მაინც ჩვენი გუნდისთვის და ქვეყნისთვის დიდი ძალა იქნები!

19:15 | 07.09.2017
iceman (1126)

მეეჭვება მაგრამ იქნებ მართლა მობრუნდეს მსოფლიოსთვის, თუმცა რაც მთავარია იმ წლებში როცა მაგრად გვიჭირდა ზაზამ გასწია გუნდის ლიდერობა და ცენტრის პოზიციაზე არავის არაფერს უთმობდა, ახლა უკვე შერმადინმაც ძალიან მოუმატა და წამოეშველა ზაზას ასე რომ შეუძლია კაპიტანს დაისვენოს დამსახურებულად. მითუმეტეს ბითაძე ძალიან მაგარი იზრდება დაიმახსოვრეთ ეს

18:55 | 07.09.2017
Erovnuli-Nakrebi (7934)

მაგარი ცუდად ვარ ეს ორი დღე. დამთავრდა ოქროს ბიჭების ეპოქა. ნახვამდის ლომო! ნახვამდის ზაზა!!!

18:53 | 07.09.2017
იუნაიტედი (21)

დიდ მადლობას ვუხდი ზაზას ამ წლების განმავლობაში უანგარო სამსახურისთვის, ბრძოლისთვის შემართებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ სამომავლოდ, მაგრამ არც მისი გაღმერთება არაა სწორი, კი მთელი კარიერის განმავლობაში უანგაროდ ემსახურებოდა ქვეყანას,მაგრამ ლიდერებს გაცილებით მეტი მოეთხოვებათ ჩემი (ხაზს ვუსვამ ლიდერებს)მთელი მისი კარიერის განმავლობაში მე არ მახსოვს გადამწყვეტი სიტყვა ეთქვას თამაშში აი უფრო ზუსტი რომ ვიყო ერთ სროლაზე როცაა დამოკიდებული მატჩის ბედი,ყოველთვის ან შეცდომას უშვებდა ან არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა (ნუ ამ ევრობასკეტზეც გამოჩნდა სამწუხაროდ, ასევე მახსოვს წინა ევრობასკეტზე ჰოლანდიასთან გადამწყვეტ მომენტში ორი გარბენი დაუფიქსირეს და ტექნიკური მიიღო, შეიძლება ცუდად გამომდის მაგრამ მე ლიდერს უფრო მაღალ სტანდარტებს ვუწესებ) ვეთანხმები ერთ-ერთ ფორუმელს იმის თაობაზე, რომ ზაზას წასვლა არ არის ეპოქის დასასრული და თუ მაინცდამაინც ამ სიტყვას გამოვიყენებთ, მაშინ სხვა ბიჭებსაც არანაკლები წვლილი მიუძღვის ამ ეპოქის შექმნაში და არა ერთ კაცს, ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში უმართებულოა ავტორისეული განმარტება. კიდევ ერთი, იმ ნბა ვოუთებით ძალიან კარგად გამოჩნდა ჩვენი საზოგადოების ბუნება ზოგადად, როგორმე ჩვენიანის დაუმსახურებელი გაქაჩვა იქ სადაც მისი ადგილი არაა, მეც არასდროს მიმიცია მისთვის ხმა, ამის გამო კი ლამის მოღალატედ და ორჯონიკიძედ შემრაცხა სოციუმმა...

20:19 | 07.09.2017
LApaata (161)

არა მოღალატე ნამდვილად არ ხარ, შენი აზრი შენი ნებაა მარა,ესაა ეპოქა რომელიც ზაზათი იყო კი იმ ბიჭებთან ერთად. ეს დამთავრდა და დაიწყება სხვა ზაზას გარეშე, არაფერი არ დამთავრდება და იმედი მაქვს უფრო მერის გაკეტებასაც შეძლებს მომავალი თაობა. ის მომავალი იქნება სხვა ეპოქა და შეიძლება მას დაერქვას ბითაძის ეპოქაც.....რომელიც მე ძალიან მომწონს და დიდი იმედიც მაქვს მისი, რომ ზაზაზე ნაკლები არ იქნება.

18:38 | 07.09.2017
Brazilian.Ronaldo (5692)

https://www.youtube.com/watch?v=feinZ7Wmls0 მშვენიერი ვიდეო პოზიტიური განწყობისთვის. თემას კი ვუხვევთ,მარა კაი ხასიათზე დაგაყენებთ.არსი სულ სხვა რამეშია აქ.საინტერესოა თუ მიხვდებით რაზე მახვილდება ჩემი მხრიდან ყურადღება.

18:45 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

უბრალოდ ლებრონამ სამიანი არჩია ორიანს, მარტივია ყველაფერი DDDDDDDD
წელსაც მისცეს ირვინგს პასები, თუ მაგარია DDDDDDDD

18:35 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

ყველამ ჩვენ-ჩვენი მოსაზრება დავაფიქსიროთ ხალხო. ეს კომენტართა სისტემაც ხომ მაგიტომაა ? მთავარია ჩვენს თავებში ვიყოთ მართლები თორე თუ რამე გვგონია რომ ცუდია და აქ კარგს ვწერთ, რა აზრი აქვს მაშინ ?
ვიკამათოთ რა - როგორც უბანში, ისევე აქ.
უი ის წაიკითხავს, ეს წაიკითხავს... წაიკითონ მერე.

18:39 | 07.09.2017
gambit13 (126)

ჩავყევი ქვემოთ კომენტარებს და შენი პირველი კომენტარი იყო სავსებით მართებული მე თუ მკითხავ ეპოქის შექმნა არ შექმნაძეც გეთანხმები და კრიტიკის უფლებაც გაქვს რა თქმაუნდა, რაც შეეხება მილიონ ნახევარ ***აკის მლოკავს მე მგონია რომ(შენთვისაც ჯობია) ეგ იყო ცუდი ხუმრობა სარკაზმით დაწერილი რომელიც საკმაოდ აროკორექტულად გამოგივიდა რაც იშვიათია შენგან, რას რას და იუმორის გრძნობას კი ვერ დაგიწუნებს კაცი

18:43 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

ბოდიში, ბოდიში... მართლა ზოგიერთის მისამართით მინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. არადა ყოველთვის კორექტირებას ვუკეთებ ხოლმე ტექსტს, სანამ გამოვუშვებ.
ისე კი ეგ მილიონნახევარი ხმა ამ წელს სულ გაქრება და მანდაც გამოჩნდება ჩემი სიმართლე.

18:47 | 07.09.2017
gambit13 (126)

++ გაქრობის რა მოგახსენო და საგძნობლად კი შემცირდება

18:33 | 07.09.2017
Brazilian.Ronaldo (5692)

იმასაც ვხედავ და ძაან ვაფასებ რომ ზაზამ ბევრი გააკეთა ნაკრებისთვის,მარა მისი მოღვაწეობა ეპოქალური რომ არ ყოფილა ეგ ორჯერ ორია...მადლობა ყველაფრისთვის,მარა ობიექტურ ჯანსაღ კრიტიკას ვერავინ ვერავის დაუშლის.ფრანგებიც ხშირად აკრიტიკებდნენ ზიზუს ,კაცმა 2 მსოფლიო მოუტანა ლამის საფრანგეთს და ევროპა.აკრიტიკებდნენ როსის 82-ში.ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია ყოველთვის.სპორცმენს კრიტიკამ უფრო მეტი მოტივაცია უნდა მისცეს,უნდა დაინახოს მისი შეცდომები და ჩავარდნები.კაი მაგალითი,რომ ობიექტური კრიტიკა ამართლებს.უცხოური უამრავია,მარა აგერ ქართულს მოვიტან.აგერ თუშიშვილი მოუკლო აკრიტიკა ხალხმა და კაცი აგერ ლამის რინერს უგებს და რინერი გულწფელად ტაშს უკრავს.ღვინიაშვილი,შედეგი არაფერი.ლამაზი სტილის ძიუდოისტი,ყოველი წაგებული შეხვედრის მერე არაუშავს ბექა მაგარი ხარ ,მხოლოდ ეს სიყვები,მომავალი წინ გაქვს,4 წელი მხოლოდ ეს გვესმის.შედეგი-0.მართლა არ მესმის იმ ხალხის რომელიც ჯანსაღ კრიტიკაზე ღიზიანდება.ზაზა არაუშავს ,მაინც დონე ხარ,ბრწყინვალე უერობასკეტი ჩაატარე,ყველა დაჯაბნე,მსაჯებმა გამოგვაგდეს და მაგის ბრალია,ესე უნდა ვისაუბროთ?

18:27 | 07.09.2017
Brazilian.Ronaldo (5692)

კაცსს კაცის კრიტიკასს ,მითუმეტეს არგუმენტირებულს ვერავინ ვერავის დაუშლისს.მთელი ევრობასკეტია ზაზას ვაკრიტიკებ და სულ არგუმენტირებულად და სიტყვაზეეე მე ან კორბენზეეე ან ნებისმიერს ვინმემ რის გამო უნდა მოგვთხოვოს პასუხი? ან როგორ უნდა მოგვთხოვოს?ხო არ ვაგინებთ ? აქ ვნახეე კომენტარეებიი კაროოჩეე უაზროდ აკრიტიკებენ და აზრზე არ არიაანო და ა.შ.მარა პრაქტიკულად ყველა თამაში რომ ჩააგდოო და უსუსტესი იყო და გუნდი დააღალატა ეს რატომ არ უნდა დაინახო არ მესმის?

19:12 | 07.09.2017
iceman (1126)

ჩააგდო რას ნიშნავს გარკვეული მიზეზების გამო ზაზამ ნამდვილად ითამაშა იმაზე სუსტად ვიდრე შეუძლია მაგრამ ნეტავ ყველას ზაზასავით ეთამაშა. რეალურად გამოჩნდა რომ დღეს გუნდის ლიდერი თოკოა თუმცა ამდენი წლის განმავლობაში ზაზას რაც გაუკეთებია იმის ხაზგადასმამ გამაღიზიანა იმის გამო რომ გუნდის აშკარა ლიდერობა ვერ გასწია ამჯერად. და ყველამ ვიცით რომ ზაზა არაა ლებრონის დონის კალათბურთელი მაგრამ არც ისეა საქმე აქ როგორც გამოიყვანეს, ზაზა ნბა-ს მაშტაბითაც კი ითვლება რათქმაუნდა არა საუკეთესო მაგრამ ერთ-ერთ უზლიერეს ცენტრად და ჩვენ აქ ლამის დამწყებ კალათბურთელად დავხატეთ, ამაზე მაგარი რომელი გვყავდა რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ?

18:32 | 07.09.2017
iloreli (1688)

ზუსტად.. ვითომ ტაბუ ედოს ამ თემას...
ეგეც მამაო ხოარააა ნუ განიკიტხავ და ნუ მკრეხელობო რო დაგვიწყონ ერის კაცია, საჯარო პირია, სპორტსმენია.. მის თამაშს ვაკრიტიკებთ, გამზრდელს და ცოლშვილს ხოარ ვაგინებთ...

19:19 | 07.09.2017
iceman (1126)

უბრალოდ ცოტა კორექტულობა არ გაწყენდათ, მითუმეტეს კაცის კალათბურთიდან გაცილებაზეა სტატია და ცოტა უადგილოა ასეთი სტატიის დროს სალანძრავი სიტყვები.

19:23 | 07.09.2017
iceman (1126)

ზაზა ჩემი არავინაა და ტრიბუნიდან მყავს მხოლოდ ნანახი მაგრამ ნამდვილად ღირსეული კაპიტანი და პიროვნება იყო და არა ვიღაცეების სალანძღავი, ჩემი აზრით წასვლითად დროულად წავიდა შეხედა რომ აღარაა გუნდის უდავო ლიდერი და დაუთმო გზა ახალგაზრდებს.

18:18 | 07.09.2017
irakli899 (1307)

ღმერთმა დამიფაროს შენ რამე გასწავლო, ჩემი აზრი გითხარი, გაიგებ გაიგებ, არ გაიგებ და თუ გსიამოვნებს შენს მიმართ წამოსული შეურაწყოფები იყავი და იკითხე.. შენი საქციელი გამოსამშვიდობებელ მატჩზე მოთამაშის სტვენას გავს და შენთვითონ დაფიქრდი გაქვს თუ არა სასწავლი..

18:22 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

მაგაზე არ ინერვიულო. ვინც იგინება, თავადაც ნაგინები დარჩება...
ნურც უტრირებას მოახდენ - ერტი სტატია გამოსათხოვარი მატჩი არაა. გუშინ იყო თამაში, ერ ემოციებში ვართ და თუ მის ზოგიერთ უაზრო ქმედებას ხაზს გავუსვამთ, ეს ნორმალურია.
მით უმეტეს რომ მართალი ვარ მაგაში.

18:35 | 07.09.2017
gambit13 (126)

ჩავყევი ქვემოთ კომენტარებს და შენი პირველი კომენტარი იყო სავსებით მართებული და სწორიც მე თუ მკითხავ ეპოქის შექმნა არ შექმნაძეც გეთანხმები და კრიტიკის უფლებაც გაქვს რა თქმაუნდა, რაც შეეხება მილიონ ნახევარ "ტრაკის მლოკავს" მე მგონია რომ(შენთვისაც ჯობია) ეგ იყო ცუდი ხუმრობა სარკაზმით დაწერილი რომელიც საკმაოდ აროკორექტულად გამოგივიდა რაც იშვიათია შენგან, რას რას და იუმორის გრძნობას კი ვერ დაგიწუნებს კაცი

18:30 | 07.09.2017
gambit13 (126)

რეები დამიბლოკა რა დავწერე საცენზურო

18:13 | 07.09.2017
Brazilian.Ronaldo (5692)

კორბენ ,კაროჩეე შენიი ძმა, ჩემიი ძმა ,სხვისი სხვა არაა აქ მთავარიი გასარჩევიი.პირდაპირ ასე წერ მილიონ ნახევარიი *რაკის მლოკავიოო და მისი სხვა ნაწილების მოყვარულიოო.ხო არ მეშლება რამეე? სულ არაფრისთვისს ყველას ერთშიი აერთიანებ და მთელ ქვეყანას გვაყენებ შეურაწყობასს.ვიღაცისგან არ გამიკვირდებოდაა დ ა დავიკიდებდი კიდეც,მარა შენგან მართლაა გამიკვირდაა.მართლა არ ველოდდიიი თუ ასე გაგვლანძღავდი ვაფშე არაფრისთვის ყველას.ვინც შენ გაგინააა ის არასწორიააა,სპორტის გამოო და რაღაციის გამო კაცს როგორ უნდა აგინო ,მარა შენ ადგე და 4-5 კაცის გამო დაუშვათ ,ხალხს გადმოგვწვდეე ეგ არაასწორიი საქციელი რბილად რომ ვთქვათ.

18:21 | 07.09.2017
iloreli (1688)

+++ მეც მოვხვდი მაგ მილიონნახევარში

18:25 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

ცუდია რომ საბოდიშოდ გამიხდა საქმე. მართლა ზოგზოგიერთ კვერცხს ვგულისმობდი
რა ვქნა, ცუდად დამამახსოვრდა ის ზამთარი, ან რატომ ვიყავი მაშინ გასალანძღი.

18:18 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

თუ ჩემი ნაწერი ასე გაიგე, მაშინ ესეც გაიგე: ბოდიშით თუ ცოტა უხამსად გამომივიდა, მაგრამ ნაღდად იმ ვირებს ვგულისხმობდი ვინც ჩემი აზრის გამო აქ მლანძღავდა.
კი ბატონო არაკორექტული იყო ჩემგან, მაგრამ უნებლიე... ვისაც რეალურად ვგულისხმობდი აგერ ვამბობ კიდეც.

18:22 | 07.09.2017
iloreli (1688)

+

18:21 | 07.09.2017
Brazilian.Ronaldo (5692)

კიი ეხლაა მესმისს.კარგიაა რომ გააკეთე განმარტება და მართლაა უნიბლიე რომ იყო მჯერააა.ის ტიპებიი კიი ვინცც მაგის გამო,ვაფშეე არაფრისთვიისს გაგინებდნნეე არასწორები არიაან სხვა რომ არ გავაგრძელოო.სხვას არც გამოვეხმაურებოდი როგორც გითხარიიი,შენგან გამიკვირდა და მიტო გკითხე.

18:07 | 07.09.2017
irakli899 (1307)

მოიცა მედავები იმაში რომ ეს სტატია არაა ფაჩულიასადმი მადლობის ჟესტი? თუ ფაჩულიამ არ შექმნა ეპოქა ნაკრებში? ან მისი წასვლით არ დამთავრდა ეპოქა? არავინ ამბობს რომ მანამდე არ იყო ან ამის შემდეგ ახალი ეპოქა არ დაიწყება მაგრამ ეს ეპოქა რომ ფაჩულიამ შექმნა ნაკრებში ამას არ უნდა ბევრი კამათი. ბევრმა 2011 წელს ფაჩულიასგან გაიცნო საქართველო.. და აქ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფაჩულიას საკრიტიკო ადგილი არაა.. გადაუხადე კაპიტანს მადლობა ყველაფერში და მინუსებზე სხვა სტატიაბში წერე

18:19 | 07.09.2017
iloreli (1688)

დიდი ბრიტანეთმა ყველა თამაში წააგო ამ სტატიაზე რო დავწერო მინუსები მოსულა?

18:12 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

ჯიგარო ნუ მასწავლი მეთქი სად რა დავწერო. გაუგებარია შენთვის ? მე არავის მივუთითებ აქ როგორი კომენტარები აკეთოს და რომელ სტატიაზე.

18:05 | 07.09.2017
iloreli (1688)

gambit13
56 ქულა ჩაგვიგდო ისრაელმა სამწამიანიდან და 34 ქულა ჩავაგდეთ ჩვენ იგივე ადგილიდან.
და იტალიასთან ერთნაირად 26 ჩავუგდეთ და 26 ჩაგვიგდეს

18:13 | 07.09.2017
gambit13 (126)

ხო ვნახე ეხლა სტატისტიკა, არ მახსოვდა ზეპირად ნამდვილად მარა მაგ თამაში მოხსნებში გვქონდა სერიოზული უპირატესობა, მთლიანობაში ამ ევრობასკეტზე ცუდად რო გამოვიყურებოდით მაგ კომპონენტსი ეგ ფაქტია

18:24 | 07.09.2017
iloreli (1688)

მოხსნები კიი. მაგრამ აგვაწიოკა სამწამიანიდან ჰოველმა და ელიაჰუმმმ...

18:01 | 07.09.2017
iloreli (1688)

ე ბიჯო ვინმემ რამე ცუდი აკადრა ამ ფაჩულიას? გამოვთვქმთ ჩვენს აზრს საჯარო პირზე.. ნაკრების წევრზე..
გავიგეთ და გეთანხმებით რო დიდი კაცია და ამხელა ამაგი აქვს ქართულ კალატბურთში და თუნდაც ქვეყანაში.. ვაქებთ ბატონო სადაც საქებია.. არ დავუკარგავ 1 მისხალს ძაღლიშვილი ვიყო, მაგრამ შეცდომასაც დავინახავ და ვიტყვი.
და არ უნდა დაუნახავის და არაპატრიოტის მოღალატის და სხვა მსგავსი იარლიყების მოწებება...
აქ სპორტზე ვკამათობთ.. მე პირადად არავის არ ვეხები ჩემი კომენტარებით.. არც არავისთვის მიკადრებია სპორტის გამო თუნდაც ,,არ გესმის კალათბურთი,, თქო...
ეს კალათბურთის ცოდნაც ძაან სუბიექტურია.. თუნდაც ვერ ვერკვეოდე კარგად და თუნდაც სეცდომით აღვიქვამდე მოვლენას.. მე მაქვს უფლება აქ ჩემი აზრი დავაფიქსირო კონკრეტულად კალათბურთზე და კალათბურთელზე, რომელ სტატიაზეც ჩავთვლი მიზანშეწონილად..
თუ ვინმე არ ეთანხმება ჩემს აზრს არგუმენტირებულად მიპასუხოს თემასთან რაც შეიძლება ახლოს.. და არა ,,აზრზე არ ხარ, უმადური ხარ, და მსგავსი ფრაზებით.. ვიკამათოთ მხოლოდ სპორტზე

18:17 | 07.09.2017
maxo_65 (5691)

+1, მეც მინდოდა რამე დამეწერა ამ ევრობასკეტზე რასაც ვფიქრობ მაგრამ რამდენიმე შენი კომენტარი წავიკითხე და გადავიფიქრე..მე რისი დაწერაც მინდოდა ყველაფერი კარგად ჩამოაყალიბე, თავიდან ბოლომდე გეთანხმები..

18:23 | 07.09.2017
iloreli (1688)

+

18:05 | 07.09.2017
andres08 (337)

ბევრმა წაიკითხოს ეს!!!!!!

17:59 | 07.09.2017
Brazilian.Ronaldo (5692)

რათ უნდა ლაპარაკიი ზაზა უსუსტესი რომ იყოო და ყველაზეე ცუდი ალბათ ცენტრებიდან ბასკეტზეე.მარააა ადგეე და სულ ალოგიკური რაღაც შედარება მოიყვანოო ვიღაც სხვაზეე იყო ნაწყენი და უცებბ ყველა ერთშიი გააერთიანოო ეს არაა სწორი საქციელი და მეტი არაფერიიი.

17:57 | 07.09.2017
Brazilian.Ronaldo (5692)

კორბენ,ცოტა სიტყვები დაფილტრეე რაა.რის გამო აყენებ მთელ ფორუმსა და ქვეყანას შეურაცხყოფას?სიტყვაზეე ვინც ერთხეეელ ენბიეი ვოუთ ზაზა დავწერეთ ყველა მისი *რაკზეე მთხვევევლები ვართ??? არ გრცხვენიაა ამხელა კაცს მაგის დდდშვცი?? ყველაფერი მარა შენგან მაგას არ მოველოდიიი.დაუკვირდიი რას წერრრ და ერთზეეე ვიღაცააზეეე ნაწყენი იყოო მრავალსს ნუუ გააერთიანებ ერთის წყენაშიი.იმენაა მთელ ერს ეხებიიი.

18:06 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

ჯიგარ ეგრე ჩემმა ძმამაც მისცა ხმა რამდენჯერმე და გავუტ...კე , მერე სიცილ-სიცილით ვეკაიფებოდით ერთმანეთს. მე აი მათ მივმართავ, ამ ზამთარს რო მაგინებდნენ და მლანძღავდნენ აქ. ხომ შეიძლება ჩვენი, თუნდაც განსხვავებული აზრი გვქონდეს და ვაფიქსირებდეთ.
არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მხოლოდ მათ ვისაც ეკუთვნით. ეკუთვნით იმიტომ რომ აქეთ მომდგნენ არაფრის გამო.

18:09 | 07.09.2017
Brazilian.Ronaldo (5692)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

18:09 | 07.09.2017
Brazilian.Ronaldo (5692)

დდშშვვიი რააა დამეკოპირებინაა.

17:56 | 07.09.2017
andres08 (337)

მადლობა კაპიტანო...ჩემ აზრსაც დაგიფიქსირებთ აქ მომხდარ აურზაურზე....სიმართლე რომ გითხრათ აქ დარეგისტრირება არა ამ ვებგვერდმა და მისმე სიახლეებმა არამედ აქ დარეგისტრირებულმა საზოგადოებამ გადამაწყვეტინა....რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორბენი იყო რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე ერკვევა სპორტშიდა ვთვლი რომ ბევრ რამეს სწორად აფასევს...მიუხედავად იმისა რომ თუნდაც კალათბურთში ორივე სხვადასხვა ბანაკში ვართ ძალიან სწორად აფასებს სიტუაციას....ფაჩულია იყო ნაკრების ლიდერი ოღონდ არა შეტევაში არამედ დაცვაში და გასახდელში ვერავინ დაუკარგავს თუნდაც ამ ევროზე მაღალი დონის დაცვას და ეს ვინმემ რომ არ დაინახოს ბრმა უნდა იყოს....მაგრამ თითქმის ყველა შეხვედრაში ბოლო წუთებზე მას ალევდნენ ბურთს ლიტვასთან ისეთები ქნა ბოლოს მაგრამ გადავრჩით მაგრამ სხვა შეხვედრებში აღარ გაგვიმართლა....მას ის უნდა ეკეთებინა რასაც გოლდენში აკეთებდა როდესაც თოკო ასეთ ფორმაშია თვითონვე უნდა გადასულიყო მეორე პლანზე და უნდა გაენთავისუფლებინა ზონები თანაგუნდელებისთვის რაშიც მას ბევრი ნამდვილად ვერ შეედრება....მადლობა ყველაფრისთვის პირველრიგში გულით თამაშისთვის კაპიტანო!!!

17:49 | 07.09.2017
iloreli (1688)

gambit13
56 ქულა ჩაგვიგდო ისრაელმა სამწამიანიდან და რა არ ქონია უპირატესობა???

17:54 | 07.09.2017
gambit13 (126)

და ჩვენ რამდენი ჩავაგდეთ 74 ხო მგონი და მოხსნებში დიდი უპირატესობა გვქონდა საკმაოდ

17:48 | 07.09.2017
irakli899 (1307)

ეს სტატია არ არის ფაჩულიას მინუსებზე სასაუბროდ განკუთვნილი, მგონი ხედავ წავიდა ნაკრებიდან და ავტორმა მიუძღვნა სტატია მადლობის სახით, შენ კიდე ოღონდ მინუსებზე ისაუბრო და უკვე ვეღარ არჩევ სად დაწერო.. ცალკეული თამაშების განხილვაზე უთქვამს ვინმეს რამე მის მინუსებზე რომ წერდი? მაგრამ წავიდა კაცი და დამთავრდა საკმაოდ დიდი ეტაპი ჩვენს ნაკრებში.. ჩასაფრებულ გაბოროტებულ ადამიანს გავხარ ვისაც როგორც კი შანსი ეძლევა მაშინვე აკრიტიკებ

17:54 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

ეს სტატია რისთვის არის განკუთვნილი, მოდი თითოეულმა ჩვენთაგანმა თავად განვსაზღვროთ. სტატიის სათაურს გამოვეხმაურე და ვთქვი, ეპოქა არაფერ შუაშია მეთქი.
იქვე დავწერე თუ რის გამო ვემადლიერები მას და შენ მაინც ამაზე მედავები. ამიტომაც ვთქვი რომ სწორედ იმაზე გამოგეკიდებიან, რაც არ აწყობთ მეთქი.
და ჩასაფრებულობას და შავრაზმელობას ნუ დავაბრალებთ ერთმანეთს, კამათი ვისწავლოთ დასაშვებ ნორმებში.

17:43 | 07.09.2017
Brazilian.Ronaldo (5692)

აა,ზემოთ ყოფილააა ხო ეხლა გავიგეეე.

17:41 | 07.09.2017
gambit13 (126)

ფაჩულიას რაღაც თვითნაბადი საკალადბურთო ტალანტი რო არ ქონია ფაქტრია, მაგრამ ამას მისი შრომისუნარიანობით და თავდადებით აკომპესირებდა და რაც მთავარია ნაკრებისთვის 100% იხარჯებოდა ყოველთვის, რაღაც ხანდახან გამოგივა ხან არა, მაგრამ რაც ამ კაცმა გააკეთა თავისი ქვეყნისთვის ეგაა უპირველესად დასაფასებელი, კიდე ნეტა ყველა ქართველი ფაჩულიასავით წარმატებული ვიყოთ ჩვენ საქმეში და ჩვენი ქვეყანა წინ იქნებოდა ყველა სფეროში მაგ შორის სპორტშიც

17:40 | 07.09.2017
თენგაბი (107)

ანდრო ანდრო და კორბენ - თქვენი ადრეული კომენტარების მიხედვით საკმაოდ კომპეტენტურ და მოაზროვნე ხალხად მიმაჩნიხართ. არ გეკადრებათ პირის ასე აქოთება. მანდილოსნებიც ბევრი შემოდის ამ საიტზე და ბავშვებიც. არ არის ეს ის ადგილი ასეთი სიტყვებით რომ მივმართოდ ერთმანეთს.

17:42 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

იზვინი ჯიგარო, მაგრამ მე არ დამიწყია

17:37 | 07.09.2017
irakli899 (1307)

იმ ერთ ცუდს რას იტყვი მაგას აქვს მნიშვნელობა თორე სამი კარგი საერთოდ არ გაქვს ფაჩულიაზე ნათქვამი.. კაცი 15 წელია ნბა-ში თამაშობს და 17 წელი ნაკრებში.. არის ნბა-ს ჩემპიონი და საჩემპიონო გუნდში აქვს მიცემული 15 წუთი.. აი ამ კაცზე ცუდი როგორ უნდა თქვა უბრალოდ , არის ყველა დროის საუკეთესო ქართველი კალათბურთელი.. და იძახი რაღაც უსაფუძვლო წინადადებებს მასზე.. აღიზიანებ ტყუილად ხალხს.. თორე ფაჩულიას ამით რომ არ დააკლდება არაფერი იცი კარგად

17:41 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

მერე რატომ ღიზიანდები როცა შენს მოსაზრებაში მყარად ხარ დარწმუნებული. მისი პლიუსები პლიუსად, მაგრამ როცა მის მინუსზე ვსაუბრობ, რაში ვარ მტყუანი ?

17:28 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

17:41 | 07.09.2017
Brazilian.Ronaldo (5692)

კორბენ,ძმაო შენი ვინმესკენ გინება მე არ მინახია და ერთი ის მაინტერესებს ვის აგინებ? ჩავყევი კომენტარებს და ანდრო ანდროს სახელით მომხმარებელი ვერ ვნახე.

17:36 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

ან რომელი ჩვენი სპორტსმენი მოვიხსენიე არანორმატიული ლექსიკით, ან ვის ოჯახს შევეხე შე ქათმის უკანალო შენა ? სპორტზე ვკამათობთ და რაც არ მომწონს ვამბობ, მაგრამ შენნაირი გნიდა მიხვდება მაგას ?

17:25 | 07.09.2017
levani82 (40222)

მადრიდისტა

ზუსტად შეცდომებზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ მერე აღარ დავუშვათ თორე სულ ასე თუ გავჩუმდით და შეცდომების მითითება არ მოხდა ვერც ვერასდროს გამოვასწორებთ და "გავიზრდებით" და შედეგიც მერეც ასეთივე გვექნება

17:47 | 07.09.2017
iloreli (1688)

ნათელი იყო შეცდომები.. შეუთამაშებლობა და არაორგანიზებულობა, რამაც გამოიწვია ცუდი დაცვა, არაკომბინაციური შეტევები, ფარის წაგება თავისთავად .. ეს იყო მთავარი პრობლემა და არა მოკლე სკამი.
ადრე დავწერე და ეხლაც დავწერ ყველა სხვა გუნდის ლიდერი თამაშობდა +30 წუთს დაძაბულ თამაშებში..
გავქცეულიყავით +15 ქულით ან გერმანიასთან ან უკრაინასთან საწყის წუთებში და 25 წუტზე მეტი არცერთ ლიდერს არ მოუწევდა თამაში

17:27 | 07.09.2017
მადრიდისტა (16990)

მთელი ევრბასკეტია ვსაუბრიობდით აქ შეცდომებზე ვისაც უნდა დაინახავდა მაგრამ ეს საქართველოა და სიმართლე არავის უნდა ურჩევნიათ ისევ ასტრალში გადავარდნენ და ადიდონ ხალხი

17:15 | 07.09.2017
მადრიდისტა (16990)

დიდ მადლობა ზაზას რაც გაკეთებია აქმადე მაგრამ დრო იყო წასულიყო. აღარ ღირს ახლა შეცდომებზე საუბარი და დროა წინ წინ გავიხედოთ არც ისე გვიჭირს როგორც ბევრს ჰგონია.... გვყავს დიქსონი სანაძე შენგელია შერმადინი მარკოიშვილი + ბურჯანაძე სანიჯიძე ბითაძე. თუ ცინცაძეზე უკეთეს გამთამაშებელს ვიპოვით ხო კარგი თუ არადა დიქსონის დასასვენებლად გამოდგება როგორმე..ესეც 9 კაცი ამათ დამატებული 3 ახალგაზდა თუნდაც 16 წლამდელებიდან და მშვენიერი გუნდი გამოვა...

17:09 | 07.09.2017
iloreli (1688)

davit-tg
მაგ ოქროს თაობიდან ამ ევროპაზე მოწოდების სიმაღლეზე მხოლოდ მარკოიშვილი იყო..
ცინცაძეს ცანაცვლება კი გვეშინია მაგრამ ასე მგონია აბსოლუტურად უმტკივნეულოდ შეიძლება მოხდეს...
ზაზა დიდი მადლობა ყველაფრისთვის.. კარგად იბრძოლა, ბევრი ოფლი ღვარა.. მაგრამ ეს ევროპა ნამდვილად არ ჩაიწერება მის აქტივში..
თუ ტრავმით თამაშობდა ლიმიტირებულად უნდა ყოფილიყო.
ის რო საქართველოს კვალობაზე ძალიან დიდი სპორცმენია.. და ერთეულები გვყავს ზოგადად თავის სახეობებში ასეთი წარმატებულები... მე ვფიქრობ მაინც არ იძლევა იმის უფლებას რომ ნაკრების საზიანოდ საკუთარი შეხედულებისამებრ იმოქმედოს თუნდაც ასე დიდმა სპორცმენმა...
მისიც მესმის ბოლომდე უნდოდა ბრძოლა, თან იცოდა ბოლო ევროპა იყო მისთვის და წარუშლელი კვალი უნდოდა დაეტოვებინა..
ფაქტია ყველა გუნდმა გვაჯობა სამწამიანში, ფარი ვერ დავიცავით.. ფაქტი ესაა...

17:30 | 07.09.2017
gambit13 (126)

ყველამ ისრაელის გარდა და არც იტალიას ქონია უპირატესობა მაგ კომპონენტში

17:17 | 07.09.2017
მადრიდისტა (16990)

+1

17:15 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

აქ სამი კარგი რომ თქვა ფაჩულიაზე და ერთი ცუდი, ზუსტად იმ ერთზე მოგედავებიან. გამოვიბრძმედე უკვე მაგ ტიპის კამათებში DDDDDDDDD

16:54 | 07.09.2017
M.U2017 (78)

ერთი რამეც ახსანიშნავია ჩვენი ბედის დშვც ეს პირველი . მეორე სიკვდილის ჯგუფი მოგხვდა. მესამე მსაჯებმა ყველა თამაში ჩვენ წინაახმდეგ იყვნენ იტალია ისრაელი გამონაკლისი. მეოთხე სად მიიგეს სანიკიძემ და ბურჯანაძემ ტრავმები უფრო დასვენებულები იქნებოდნენ ერთამანეთს რო შეცვლიდნენ იმიტომაა 7 კაცზე ხარ დამოკიდებული . უნდა განვითარდეს საკლუბო ჩვენი კალარბურთი რო იქიდან კაი კალარბურთელები გამოვიდნენ ) ბაც სანიკიძემ ტრავმა მიიხო და დაგვერხა ვინმე ხო უნდა იყოს ახლოს მისული მაინც. სანამდე ჩვენ სკამი არ გვეყოლება მართლაც ეს ცინცაძე შენგელია მარკოიშვილი მთელ თამაშს ვერ ითამაშებენ იმიტომაა პერსონალურებით რო ვიტვირთებით მეტი კი არაფერი

16:51 | 07.09.2017
davit-tg (637)

ზაზა ძალიან ძლიერი სპორტსმენი და დიდი ადამიანია,ის სამაგალითოა როგორც ერის შვილი.ვფიქრობ წასვლა ცოტა ნაადრევია,ის ეხლა სპორტული კარიერის პიკზეა, და ალბათ ორი სამი წელი ამ დონეს შეინარჩუნებს თუ მეტი არა.
ჩვენ ევროპულ საკალათბურთო ოჯახში ადგილი იმედია დავიმკვიდრეთ და ზაზას ლომის წილი უდევს ამ საქმეში,მაგრამ წინ ხომ მსოფლიოა!? ესეც ხომ გასაკეთებელია?!და ვინ გააკეთებს ამას თუ ჩვენი ძველი და ახალი თაობა ერთად.
ჩვენ სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არ გვაქვს დიდი არჩევანი,ამიტომ ამ თაობის ბიჭებმა უნდა იბრძოლონ მანამდე სანამ „მაშველი“ რაზმი არ მოგისწრებთ,მანამდე ბრძოლის ველს ნუ დატოვებთ ბიჭებო!
რაც შეეხება ზოგიერთების კომენტარს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ბიჭებო,ეს ხალხი სპორტს ისე აღიქვამენ რომ მზად არიან საკუთარი მშობელიც კი არ დაინდოს ოღონდ მოიგონ.
ჩვენს ემოციურობას ცოტა ინტელექტის პრობლემაც ემატება და ჯამში ვღებულობთ ძალიან მძიმე სურათს. იმედია ამასაც გამოვასწორებთ და ღირსეულ ბიჭებს ღირსეული ქომაგი ეყოლება.
მადლობა ზაზას და მთელ გუნდს ამ დაუვიწყარი წლეების და წარმატებებისთვის.
წინ მსოფლიოა! ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!

17:01 | 07.09.2017
iceman (1126)

ზაზას შეცვლა ნამდვილად გაჭირდება მაგრამ მსოფლიოს შესარჩევს მაინც ვერ ითამაშებდა და მსოფლიოსთვის უკვე ასაკში იქნება, თან ცენტრის პოზიციაზე ნაკლებად გვიჭირს. ისე წასვლაზე რომ ფიქრობდა ტურნირამდეც ვიცოდით მაგრამ გადაწყვეტილი არ იყო, მაგრამ ვფიქრობ ზოგიერთის უარო კომენტარებმაც იმოქმედა მის გადაწყვეტილებაზე, კაცი 17 წელია ნაკრებისათვის თავს დებს და ერთი ტურნირით გადაუსვა ზოგმა ხაზი, მითუმეტეს რომ ტრამვიანი თამაშობდა და ვერ გაიბრწყინა მაგრამ თავიც ნამდვილად არ შეურცხვენია. და თუ ზაზას სახეს უყურებდით დაინახავდით რომ ყველაზე მეტად თავად განიცდიდა იმას რომ თავისი შესაძლებლობების 100% ვერ გამოავლინა

17:11 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

უაზრო კომენტარებზე საშინელი უაზრო თამაშია. გუშინ წინ რომ გავედით ბოლოს და მეტოქეს მისცა პასი, მაგაზე რა კომენტარებს ელოდით ? ან გუშინწინ უაზრო გარბენით კინაღამ რო წაგვაგებინა ისრაელთან. კიდე რამდენი გავიხსენო ?
თუ ტრავმა გაქვს შეიზღუდე დრო დალოცვილო. ხუთივე თამაში ლამის მეტოქის გაქცევით დაიწყო. რა თავიდანვე ტკივდებოდა ის ფეხი ?

16:38 | 07.09.2017
Germany12 (10)

ყველაზე საუკეთესო სტატიაა რაც აქ წამიკითხავს. მადლობა კომპეტენტურ ჟურნალისტს. ზაზაზე კი რა ვთქვა იმაზე უკეთესი რაც აქ წერია. ბავშვებო მიბაძეთ ზაზას, იშრომეთ და ბოლოს აუცილებლად დაგიფასდებათ. ზაზას კი ბედნიერება და წარმატება მის ლამაზ ოჯახთან.

16:30 | 07.09.2017
irakli899 (1307)

აქ ზოგი თავისი სიტყვების საპირისპირო აზრს წერს და ვერც ხვდება.. თუ მეტს მოელოდით ზაზასგან და მისი თანაგუნდელებისგან ე.ი ძალიან კარგი კალათბურთელია.. თუ ვერ გგვრით სიამოვნებას, რაღატო ელოდებით მერვედფინალზე მეტს ) რა თქმა უნდა ეპოქა დასრულდა, იმიტომ რომ ის ზაზამ შექმნა. ზაზა ქმნიდა ამინდს თითოეულ წელს და ზაზა მარტო იგებდა თამაშებს, მწვრთნელის გარეშეც.. სამწუხაროდ ადრე წავიდა ჩემი აზრით, 35-36 წლამდე შეძლებდა ნაკრეს და ნბა-ს ერთად.. ძალიან მწყდება გული ამის გამო.. ერთადერთი კალათბურთელია ვინც ნბა-ს ჩემპიონი გუნდიდან კიარა, საერთოდ ნბა-დან ითამაშა ტრამვირებულმა.. ესეთი რაღაც უბრალოდ წარმოუდგენელია. ბევრმა ნბა-ში მოთამაშემ წელს ევროპა დასვენების გამო გამოტოვა და ამ დროს ზაზა.. ბრავო კაპიტანო, მოედანზე როცა იდექი შენს წინააღმდეგ ბევრჯერ უკანკალებდათ მუხლები ოპონენტებს.. კარგად მახსოვს როგორ დაგიჩაგრავს გორტატი, ვუჩევიჩი, მოზგოვი,სარიჩი, ვალანჩუნასი.. და კიდევ რამდენი.. ვფიქრობ ეს ის შემთხვევაა 7 ნომრიანი მაისური უნდა ამოიშალოს ნაკრებიდან და მხოლოდ შენთან ასოცირდებოდეს.. ოქროს თაობა მიდის სამწუხაროდ და შემცვლელი თითქმის არ ჩანს.. ზაზა ყოველთვის იქნები ჩვენი კალათბურთის და ქვეყნის სახე! წარმატებები საკლუბო კარიერასა და პირად ცხოვრებაში. კვლავ დადე ბეჭედი და აღმართე თასი! მჯერა შენს აკადემიაში ბევრ ვარსკვლავს გაზრდი.. ისეთს როგორიც ხარ შენ

16:50 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

სიმართლე გითხრა, მისგან ბევრს არც არასოდეს ველოდი და ყოველთვის ამაზე ვწერ ხოლმე აქ (ოლსტარის სმაილი) უბრალოდ გადამეტებულ შეფასებებს ვერ ვიტან - რომ ეპოქალურია, რომ კლუბში უდიდესი როლი აქვს, რომ ოლსტარში უნდა იყოს და ა.შ.
რაც შეეხება სიამოვნების ვერ მიღებას, გუშინ დავამთავრეთ გამოსვლა ევროპაზე და მისი უამრავი შეცდომა უკვე დაგავიწყდათ. არაფრის გახსენებას არ დაგიწყებთ. რისი დანახვაც არ გინდათ ვერ დაინახავთ, ფაქტია.

16:48 | 07.09.2017
iceman (1126)

ზაზა რომ ლებრონ ჯეიმსი არაა ყველამ იცის მაგრამ ჩვენთვის ლებრონიცაა და ჯორდანიც. ჯერჯერობით საუკეთესო ცალსახად საუკეთესო კალათბურთელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ამით ყველაფერია ნათქვამი. იმედია მალე გამოჩნდება მასზე უკეთესი კალათბურთელიც მაგრამ

16:40 | 07.09.2017
Germany12 (10)

საღოლ ძმა 100% შეფასებაა!

16:29 | 07.09.2017
mazazi (208)

დიდი მადლობა კაპიტანო!!! წარმატებები და წინსვლა არ მოგაკლოს ღმერთმა!!! დიდი მადლობა ყველა თამაშისთვის!!! განსაკუთრებული მადლობა იმ თამაშებისთვისაც რომლებიც მარტო მოგიგია!!! მაგრამ ეგ გადაწყვეტილება თუ უკვე მიღებული გქონდა ევროპის დაწყებამდე უნდა დაგეტოვა ნაკრები დღეს მერვედფინალში ვიქნებოდით, ბოდიში მე ასე ვფიქრობ

16:15 | 07.09.2017
samtrecki (623)

ეპოქის დასასრული მომეწონა))) რავა მთლად გაგირეკია ადმინ)))

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.186609