ჩოგბურთი

15:49 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანდერსონი კარიერაში პირველად დიდი სლემის ნახევარფინალშია

31 წლის სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი კარიერაში პირველად ამერიკის ღია პირველობაზე და ზოგადად დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალში გავიდა.

ანდერსონმა მეოთხედფინალში სემ ქუერი 7:6, 6:7, 6:3, 7:6 დაამარცხა. კევინმა 6-დან 2 ბრეიკი შეასრულა, ხოლო სემმა 2-დან ერთი. სამხრეთ აფრიკელი გადამწყვეტ მომენტში უკეთესად თამაშობდა, რაც გამარჯვების მიზეზი გახლდათ.

ნახევარფინალში ანდერსონი ესპანელ კარენო-ბუსტას შეხვდება, მატჩი 9 სექტემბერს თბილისის დროით 00:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში კევინი მეტოქეს 2:0-ს ამარცხებს.

0.113182