კალათბურთი

10:00 | 6.09.2017 | ნანახია 6516 - ჯერ

ილიას ზუროსი, რომელიც იგებს

საქართველომ ისრაელს ისრაელში მოუგო. რთული და დასრულებული მისია. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ისრაელთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე ემოციური იყო. ილიას ზუროსმა აიღო ის, რაც ეკუთვნოდა. ზუროსმა საქართველოს ერთ-ერთი უმძიმესი გამოცდა ჩააბარებინა. ამ გამოცდას მხოლოდ კაცები აბარებენ.

და ბრიფინგის შემდეგ მისტერ ზუროსს მინი-ბლიცის დროს გავესაუბრეთ.

- დღეს თავდასხმაში თითქმის იდეალური იყო თორნიკე შენგელია, რომელიც თავიდანვე მიაწვა ომრი კასპის. ეს თქვენი გეგმა იყო?

- კი, ეს გეგმა იყო. თოკო აგრესიული მოთამაშეა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კასპისთვის თავიდანვე დისკომფორტის შექმნა. თორნიკე ამოდის პერიმეტრზე, ბრუნდება უკან, სამწამიანში და ნებისმიერი დამცველი ამ დროს მის წინააღმდეგ დიდ ენერგიას ხარჯავს. კასპი გამოცდილია, მაგრამ შენგელიამ მის წინააღმდეგ ძალიან კარგად გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა.

- ანუ, კმაყოფილი ხართ თორნიკეს თამაშით?

- ის დღეს კარგი იყო.

ზაზა?

- ზაზა კაპიტანია. ის არის ყველასთვის მაგალითი. ეს იცის ზაზამ და ეს იციან სხვებმა. დღეს გვქონდა ბევრი მოხსნა და ეს ზაზას, თორნიკეს, შერმადინის აგრესიულმა თამაშმა, ჩვენმა გეგმამ განაპირობა.

- არ დაიღალეთ?

- ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ამაზე ჯერ ვერ ვიფიქრებ. იტალიასთან თამაში მოდის.

- და იტალიის შემდეგ?

- იტალიის შემდეგ იტალიის შემდეგ დავილაპარაკოთ.

- თქვენ დღეს ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივარი გეხმარებოდათ...

- ნაკრების ყველა წევრი ხედავს ამას და აფასებს. ჩვენ თქვენთვის ვთამაშობთ და ჩვენ თქვენთვის ვიგებთ. ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც ყველას გვინდა, მაგრამ ჩვენ გვჯერა თქვენი და გვინდა, რომ თქვენ ბოლომდე ჩვენს გვერდით იყოთ. ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

და ილიას ზუროსი გავიდა ფანებთან. ილიას ზუროსი ჩაეხუტა ოჯახის წევრებს და სწრაფად მივიდა გულშემატკივრებთან. მწვრთნელი, რომელიც ყველაფერს ხედავს და აფასებს. და მწვრთნელი, რომელიც იგებს.

ჩვენი სპონსორია Crocobet.

საქართველოს ნაკრების ფან-კლუბის სპონსორია Crocobet.

ზურა თალაკვაძე თელ-ავივიდან, სპეციალურად worldsport.ge-სთვის


კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:34 | 06.09.2017
ფლიპი (2755)

kargit raa...

20:11 | 06.09.2017
M.U2017 (78)

ბიჯო არ მჯერა

20:29 | 06.09.2017
miriani (2665)

არ თქვააა

19:59 | 06.09.2017
ფლიპი (2755)

ar imsaxurebs saqartvelo am tamashit playoffs.

19:23 | 06.09.2017
გივი88 (180)

ამ კაცს ვინ დააბრალა ჟურნალისტობა. წავიდეს სადმე ჩაიცუცქოს და ისე იბაზროს

19:25 | 06.09.2017
dinamo222 (8587)

ჟურნალისტი კი არა ნაღდი ბომჟია !DD

19:22 | 06.09.2017
miriani (2665)

მე ვთქვი მეორე ტაიმი თუ ათამაშა ცინცაძეს წავაგებთ თქოოოო

19:17 | 06.09.2017
mst (1810)

გაიყვანეთ არ საერთოდ მოაშორეთ ცინცაძე

18:55 | 06.09.2017
tengoroma (4673)

მიდით რა 10 ქულამდე უნდა დავიყვანოტ შესვენებამდე

18:51 | 06.09.2017
tengoroma (4673)

არც გვეთამაშებიან ისე გვიგებენ

18:43 | 06.09.2017
tengoroma (4673)

შიგ ხო არ აქვთ

18:42 | 06.09.2017
tengoroma (4673)

ვიჯვავთ

16:52 | 06.09.2017
shakooo7 (2507)

გაიპარსოს ე წვერი Fაჩარივით რო აქ

16:30 | 06.09.2017
valeri8848 (2622)

ერთ რამეს მივაქციე მე ყურადღება ყველა ის თამაში რომლებიც მოვიგეთ თუ წავაგეთ ყველას ბედი ბოლო წამებზე და წუთებზე გადაწყდა, აქედან მხოლოდ ერთი რამეა დადებითი ბიჭები ბოლომდე იბრძვიან, უარყოფითი კი ისაა რომ ბოლო წამი ხშირად ლატარიაა და სასურველ შედეგს არ იძლევა

14:07 | 06.09.2017
ManUtdFan (278)

avtor ar avartyit israels?

15:09 | 06.09.2017
ფლიპი (2755)


13:36 | 06.09.2017
fidofido (3392)

ცინცაძე არ ათმაშონ და მოვიგებთ მთავარია ლონდარიძემ გაამხნევოს ბიჭები

13:03 | 06.09.2017
temo11 (1791)

ძალიან გაგვიჭირდება იტალიასთან,აი ძალიან, იმედია ბოლომდე დაიხარჯებიან და მოიგებენ,წარმატებები ჩვენ ბიჭებს,ისე ეს ზუროსი ხან ძალიან მაგარია და ხან დებილი, ჩამოყალიბდით ვითომ ბალეშიკები ზუროსი ძალიან კარგია, აგებს თუ იგებს, ეტყობა რომ კარგი მწვრთნელია

14:02 | 06.09.2017
miriani (2665)

დებილი კი არა ეგეი მწვრთნელი არ გვყოლია... ეს დურაკები ვეტ აკეთებდენ მწვრთნელის მითითებებს ზუროსას ბრალია?

12:31 | 06.09.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

მე უფრო ორიგინალურ სათაურს ველოდი. ჩაცუცქულ, ცხვირსახოცის მოტრიალე სათაურს

12:12 | 06.09.2017
Z U R A (18341)

იყო შეცდომები მაგრამ ძაან რთულია 7 დღეში 5 თამაშის ჩატარება თან 7 კაცით იმედია ძალა ეყოფათ დღევანდელი თამშისთვის

11:57 | 06.09.2017
პანტელეიმონი (4347)

ვულოცავ ნაკრებს გამარჯვებას, იმედია დღესაც მოვიგებთ და არ გავხდებით სხვისი შემყურე.
პრობლემებზე სასაუბროთ ეხლა არ არის შესაფერისი დრო, ამაზე ევროპის ჩემპიონატამდე ვსაუბრობდით და დამთავრების მერეც ვისაუბრებთ.
ეხლა მხოლოდ გამარჯვებას ვუსურვებ ნაკრებს იტალიასთან და სტამბულში გამგზავრებას ! ! !

11:47 | 06.09.2017
eke99 (1362)

Oe chikchik nu agmertebt cinascar yvelas. Gavchumdet axla mainc da bichebma iomon da davicadot. Cinascar nu gvixaria. Gvjera bichebis da unda gavidnen da ikac moixodon. Magram conascar baqi buqi ar gvchirdeba. Gamoitanon daskvnebi cagebul or matchze da moemzadon. Italiasac unda veomot

0.065386