სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ძიუდო

16:41 | 3.09.2017 | ნანახია 7747 - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ დანერგილმა ახალმა სისტემამ საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე უმედლოდ დატოვა. მამაკაცთა და ქალთა შერეული გუნდების შეჯიბრებაში, ქართველმა ძიუდოისტებმა 21 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-7 ადგილი დაიკავეს.

საქართველოს ნაკრები საქმეში მეორე წრიდან ჩაება და ხორვატიასთან შეხვედრა ფრედ - 3:3 დაასრულა.

პირველი ტატამზე მარიამ ჯანაშვილი (57 კგ) გავიდა და ტეა ტოპოლოვეცთან ორი წარუმატებელი ბრუნის შემდეგ შებოჭვაზე მოჰყვა. ბუდაპეშტში მხოლოდ გუნდურ ჩემპიონატზე საჭიდაოდ ჩასულმა ლაშა გიუნაშვილმა (73 კგ) დინო შუმპარს იპონით მოუგო და საერთო ანგარიში გაათანაბრა – 1:1. გიუნაშვილის მსგავსად, ინდივიდუალური პირველობა ესტერ სტამმა (70 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილმაც (90 კგ) გამოტოვეს და ისინიც, მწვრთნელებმა გუნდურ განაცხადში შეიყვანეს.

სტამისა და ბარბარა მატიჩის დაპირისპირების ბედი ხორვატის მიერ შესრულებული ვაზარით გადაწყდა და ხორვატია ისევ დაწინაურდა - 1:2. ჭრიკიშვილმა კი დომინიკ დრუჟეტა გააკრა ბეჭებით ტატამს და წონასწორობა მეორედ აღადგინა.

ელენე ქებაძემ (+70 კგ) ივანა სუტალოსთან "ოქროს დროში”, შიდოთი წააგო და ანგარიში 2:3 გახდა.

მძიმეწონოსან მამაკაცთა დაპირისპირებაში კი ადამ ოქრუაშვილმა მარკო კუმრიჩი ორჯერ დააგდო ვაზარიზე, ბოლოს შებოჭა და დამატებითი მაჩვენებლის – თითოეული შეხვედრის ქულების გათვალისწინებით, მომდევნო ეტაპის საგზური ქართულმა ექვსეულმა მოიპოვა.

მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდა და თითქმის უშანსოდ დამარცხდა. ქალთა ნაკრების წევრებმა თავიანთი ბრძოლები ისევ წააგეს. ჯანაშვილმა ანასტასია კონკინასთან, სტამმა – ალიონა პროკოპენკოსთან, ხოლო ქებაძემ – ანა გუშჩინასთან. რუსებმა საბოლოო გამარჯვება სწორედ მძიმეწონოსანი ქალების დაჭიდების შემდეგ გაინაღდეს, რადგან იქამდე ერთი ქულა კაცებშიც აეღოთ – ქართულ ექვსეულში გიუნაშვილის ნაცვლად შეყვანილმა ვაჟა მარგველაშვილმა ზელიმხან ოზდოევს ვერ აჯობა.

ჭრიკიშვილი მაგომედ მაგომედოვს დაეჭიდა და საფინალო გონგამდე 6 წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიაღებინა. მეექვსე შეხვედრაში კი გურამ თუშიშვილი რენატ საიდოვთან სუფთა გდებით დამარცხდა და საერთო ანგარიში 1:5 გახდა.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტები კანადის ნაკრებთან დაწყვილდნენ. სამწვრთნელო შტაბმა მეოთხედფინალში ნაჭიდავებ სპორტსმენთაგან განაცხადში მხოლოდ ჯანაშვილი, ქებაძე და ჭრიკიშვილი დატოვა. სტამის ნაცვლად ტატამზე ნინო ოძელაშვილი გავიდა, მარგველაშვილი ისევ გიუნაშვილმა ჩაანაცვლა, ხოლო თუშიშვილი – ოქრუაშვილმა.

სამი შეხვედრის შემდეგ კანადა უკვე 3:0-ს იგებდა. ჯანაშვილი კატრინ ბუჩემინ-პინარდთან შებოჭვაზე მოჰყვა, გიუნაშვილმა არტურ მარგელიდონთან შეხვედრაში სამი გაფრთხილება მიიღო. ოძელაშვილმა კი კელიტა ზუპანჩიჩის ვაზარს ვაზარითვე უპასუხა და "ოქროს დროში” შიდოს უპირატესობით გადავიდა, მაგრამ იქ შებოჭვით წააგო.

ჭრიკიშვილმა ზაჩარი ბარტს ორი ვაზარით სძლია და საერთო ანგარიში 1:3 გახდა, მაგრამ ქებაძემ ანა ლაურა პორტუონდოს ვერ აჯობა და კანადელებმა მეოთხე ქულა მიითვალეს.

წერტილი ადამ ოქრუაშვილმა დასვა, კაილი რეიესისთვის დამატებით დროში შესრულებული ვაზარით.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალში იაპონია და ბრაზილია გავიდნენ. რეპეშაჟის ფინალში საფრანგეთი რუსეთს დაუპირისპირდება, ხოლო კანადა – სამხრეთ კორეას.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (48)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
05:06 | 16.09.2017
mushni (71558)

ტატო კარგი ბიჭია გაისად კიდე მოუმატებს და ეროვნულშიც დადგება

17:17 | 15.09.2017
BEERTRANCE (94367)

1 კაცი გვყავს ჰო ნახევარფინალში?

17:33 | 15.09.2017
beso68 (2537)

კი 73-ში

05:07 | 16.09.2017
mushni (71558)

ბრინჯაო აიღო

16:28 | 15.09.2017
andres08 (337)

რუსმა რა იკადრა DDDDDDD

16:04 | 15.09.2017
sanzona (705)

აუ რა მძიმე ბრძოლა მოიგო ტატომ

05:07 | 16.09.2017
mushni (71558)

ხო

15:50 | 15.09.2017
მადრიდისტა (16990)

დაბალი წონებია ჩვენი ნაკრების მთვარი პრობლემა და თუ აქ კონკურენცია გაიზდება და კარგი ბიჭები წამოვლენ კარგი იქნება...
ზედა წონებში ნორმალურად გვაქვს საქმე კონკურენციაც არის და უფრო გვაქვს წარმატების მიღწევის შანსი...

05:07 | 16.09.2017
mushni (71558)

+1

15:22 | 15.09.2017
andres08 (337)

მოიგო პატარა ნინიაშვილმა...აი აზერის ნაირი ძიუდოისტები ამახინჯებენ ძიუდოს...პირველივე წამიდან შიდოებზე ჭიდაობდა და სულ მსაჯს უყურებდა...

15:10 | 15.09.2017
sanzona (705)

პატარა წონებს არ უნდა უყურო ნერვები რომ არ მოიშალო. რობიზონა, მზია სრული იმედგაცრუება. ეთერიმ დასანანად წააგო, ბაგრატასგანაც მეტს ველოდი/ პატარა პაპინა და პატარა ნინიაღა დაგვრჩნენ

15:24 | 15.09.2017
sanzona (705)

ტატო გამომრჩა

15:05 | 15.09.2017
andres08 (337)

ნინიაშვილმა წააგო...აქ წაგებაში არ არის პრობლემა ორი წუთის მერე რომ ახალგაზრდა ბიჭი ფეხზე ძლივს იდგება ძალიან ცუდის მანიშნებელია

05:08 | 16.09.2017
mushni (71558)

ფაიზაღია

14:28 | 15.09.2017
BEERTRANCE (94367)

გოგონებმა ვერ იყოჩაღეს,

14:24 | 15.09.2017
busido (129)

მადლობა

14:22 | 15.09.2017
andres08 (337)

ყოჩაღ უმცროს პაპინაშვილს ძალიან დამაჯერებლად იჭიდავა ოთხი ვაზარი აუღო....ძალიან უაზროდ წააგო ეთომ 15 წამით ადრე ერთი შიდოთი იგებდა და იუკოზე მოყვა...როდის გამოაჩენენ ჩვენი გოგოები კლანჭებს

14:21 | 15.09.2017
busido (129)

სად უყურებთ შეჯიბრს? იპპონ.ტვ არ აჩვენებს

14:19 | 15.09.2017
beso68 (2537)

პაპინაშვილმა ბოდიში და მაინცდამაინც უნდა არწყევინოს უკრაინელს რონ მისით გავიდეს ტატამიდან... 4 ვაზარი საკმარისი აღარ არის იპონად რომ ჩაუთვალონ?!...

14:08 | 15.09.2017
andres08 (337)

ნინიაშვილიც და გრიგალაშვილიც გავიდნენ შემდეგ ეტაპზე

13:34 | 15.09.2017
BEERTRANCE (94367)

უი როგორ გამომრჩენია, რას ვშვებით?

14:20 | 15.09.2017
beso68 (2537)

ზოგი ვარგობს, ზოგი ვერ ვარგობს...მერე და მერე უფრო გამოჩნდება

13:03 | 15.09.2017
b.g (1174)

ეხ მზია.....როგორ მინდა ეს გოგო განვითარდეს ძიუდოში....მაგრამ

13:03 | 15.09.2017
andres08 (337)

ყოჩაღ ნინიაშვილს...ეჰ მზია გაიყინა ერთ ადგილას

13:02 | 15.09.2017
b.g (1174)

ყოჩაღ ბაგრატა

12:56 | 15.09.2017
andres08 (337)

უყურეთ უზნაძემ რა გაუჭედა თურქ მოწაფეს?DD ტიპი ვაზარით იგებდა და ბოლოს იმდენი იჩალიჩა კინაღამ წააგო...გიჟს გავდა ბოლოს უზნაძეDDD

12:58 | 15.09.2017
andres08 (337)

3 ვაზარით იგებდა DDD

12:20 | 15.09.2017
b.g (1174)

რა იტანჯა.........თუ ჭიდაობა არ უნდათ რას დაყავთ ეს ბალღები კაცოო

12:18 | 15.09.2017
andres08 (337)

დამაწყდა ნერვები...იმდენი იფაფხურა ამ ესპანელმა რომ ბოლოს მაინც გამოკრა რა...არადა მეიმედებოდა რობიზონის

12:11 | 15.09.2017
andres08 (337)

ყოჩაღ ეთოს რა კარგად იჭიდავა...გაზაშვილი დამარცხდა...ბეგარიშვილი გამოვიდა პირველ ტატამზე

12:10 | 15.09.2017
b.g (1174)

ეთო კაი გოგო ხარ......მიამარცხა თურქი

12:08 | 15.09.2017
b.g (1174)

გაზაშვილი რააა აი?

17:21 | 13.09.2017
ალექსანდრე (4160)

მო-55კგ - ჯაბა პაპინაშილი, ვანო ნინიაშვილი,
-60კგ - რობინზონ ბეგლარაშვილი,
-66კგ - შალვა გაზაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი,
-73კგ - ტატო გრიგალაშვილი,
-81კგ - ლუკა მაისურაძე,
-90კგ - ნიკა სიდამონიძე,
+100კგ - გელა ზაალიშვილი, ამირან წიქორიძე,
-52კგ - ნატალია ყიფშიძე
-57კგ - მზია ბებოშვილი, ეთერ ლიპარტელიანი,
-63კგ - სალომე მჭედლიშვილინაწილეები

17:21 | 13.09.2017
ალექსანდრე (4160)

ზეგ ევროპის ჩემპიონატი იწყება ძიუდოში ახალგაზრდებს შორის

20:02 | 08.09.2017
ალექსანდრე (4160)

აბა ეხლა სასწრაფოდ თუში და ბექა 23 წლამდე ევროპაზე, აბუდაბიზე, ტოკიოში, აქა იქ აზიური გრანპრიებიც არ გამოგრჩეთ, კლუბურ ტურნირებზე - აუცილებლად და ბოლომდე გამოწურეთ, რომ ევროპა - მსოფლიოზე გასავათებულებმა ძლივს მიაღწიონ, იქ კი მთავარი მონაწილეობაა გამარჯვება აღარ დაგვჭირდება. არვ დაგავიწყდეთ, როგორც ყოველთვის!!!

18:28 | 08.09.2017
andres08 (337)

მეც ახლა ვნახე კაი ფულიც გააკეთაDD მიდი გურო განაგრძე პროგრესი შენგან ბევრს ველოდებით!!!

19:25 | 07.09.2017
andres08 (337)

ხვალე ასტანაში რომ ტარდება სად შეიძლება ყურება ხომ არიცით?

20:34 | 07.09.2017
ალექსანდრე (4160)

რა ტარდება ასტანაში?

23:03 | 07.09.2017
andres08 (337)

რაღაც უცნაური სახელი ქვია მაგრამ თუში გამოდის საჭიდაოდ და თუ შევიტყობ დეტალურად გაგაგებინებთ

11:52 | 08.09.2017
ალექსანდრე (4160)

კაზახკურეში ხომ არა?

12:43 | 08.09.2017
andres08 (337)

კი ეგაა

16:45 | 08.09.2017
ალექსანდრე (4160)

მეორე ადგილზე გავიდა თუში https://www.facebook.com/JudoClubGeorgia/

16:22 | 08.09.2017
ალექსანდრე (4160)

კომერციული ტურნირია, რა როგორც ჩვენთან ქართული ჭიდაობა ეგ ყაზახეთის ჭიდაობის ეროვნული სახეობაა, თუშის მანდ მოცდენა მიზანშეწონილი არ მგონია.

19:06 | 08.09.2017
tiko (4874)

ეხხხხხხხხ თუშიი

13:00 | 06.09.2017
andres08 (337)

მეგობრებო ვინმემ ხომ არიცით ზუსტი თარიღი აბსოლიტურში მსოფლიო როდის ტარდება???და ვინ შეიტანა განაცხადი რომ გამოვა ტატამზე

17:51 | 06.09.2017
beso68 (2537)

დანამდვილებით ვერ გეტყვი ვინ წავა და ვინ გამოვა, მაგრამ როგორც ვიცი მაროკოში უნდა ჩატარდეს 11-12 ნოემბერს

09:46 | 05.09.2017
tomuri (1354)

ძიუდოს ნაკრებს ყველაზე დიდი წარმატებები ჰქონდა წინა მწვრთნელის დროს ოლიმპიადამდე, მაგრამ ეგ ნაკრები ზაიზენბახერის მომზადებული იყო, ზაიზენბახერმა ფიზიკურად საკმაოდ მოაძლიერა ნაკრები და სანამდე გაყვათ ეგ მომზადება მანამდე აკეტეს დიდი წარმატებები, აი ეგეთი მწვღტნელი ჭირდება ნაკრებს, რომელიც დისციპლინას დაამყარებს ადა არა ძმაკაცურად იქნება მოჭიდავეებთან..... წელს თავისუფალმა სტილით მოჭიდავეებმა ყველაე დიდიწარმატრება სმიღწიეს მსოფლიოზე, მგონი ასეთი შედეგი არც არასოდეს ჰქონიათ, ორი ოქრო და სამი ბრინჯაო, ვერ ვიტყვ ი რომ იანტბელძე ზალიან მაგარი მწვრთნელიაო მაგრამ ერთი რაც ამ კაცმა გააკეთა ის იყო რომ მსოფლიოზე შეჯიბრის დროს ყველას ტელეფონები წაართვა და ყველას ერთი და გიივე დროს აიძულებდა დაეძინათ, მოკლედ ეს კაცი ძმაკაცურად კი არ მ იუდგა არამედ მკცარ დისცპლინაში ჩააყენა ნაკრები და შედეგიც დაიდო

19:38 | 04.09.2017
arsena8 (192)

ლიპო მაგარია, ინგლისურად რომ აძლევდა ინტერვიუს ადრეც ვიცოდი , მაგრამ ..დენისოვიც კაცო??? ჰა, ჰა

16:42 | 04.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

გუნდური შეჯიბრი გარკვეულწილად დამამშვიდებელ ტურნირად იქცეოდა ხოლმე ჩვენთვის. რამდენჯერ ყოფილა, რომ ინდივიდუალურში ვერ გვიყოჩაღია, მერე გუნდური მოგვიგია და არიქაა, ტელევიზიებიც ამაყად აცხადებდნენ ხოლმე - საქართველოში დაბრუნდა ძიუდოისტთა ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდაო...
ამიერიდან ეს შანსი აღარ გვექნება. ამიტომ მივაწვეთ ინდივიდუალურს, რაც ბევრად ფასეულია. წამყვან ქვეყნად ვთვლიდეთ თავს ძიუდოში და ამ დროს დამოუკიდებლობის პერიოდში ორად-ორი ოქრო გვქონდეს მოპოვებული, ნონსენსია !!!

16:16 | 04.09.2017
sanzona (705)

იაპონელების წარმატების საფუძველია დისციპლინა, პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა. ჩვენს ნაკრებში უნდა იყოს უმკაცრესი დისციპლინა და რეჟიმი. ჩემი აზრით იმ ნაკრებში სადაც მწვრთნელებსა და მოჭიდავეებს შორის მეგობრულ -ძმაკაცური დამოკიდებულებაა, დიციპლინის დამყარება ძნელადმისაღწევია

14:47 | 04.09.2017
beso68 (2537)

ლიპოს ინტერვიუ
https://www.youtube.com/watch?v=qXgAG2IREQA

12:02 | 04.09.2017
arsena8 (192)

მართალია ! თანაც 61,81 და ქალებში მოკლე პერიოდში არანაირი პერსპექტივა არ ჩანს . პრინციპში , გულდასაწყვეტია რომ ლიპომ ოქრო ვერ გაქაჩა , არადა პოტენციურად მზადაა რომელიმე დიდი ტურნირის მოსაგებად . თუშიშვილი კია მაგარი, მაგრამ რინერისთვის საკმარისი არაა. ცუდია, რინერთან წაგების მერე რომ მოტივაცია დაკარგა და ყველა წააგო. არადა, მაგის პროგრესისათვის აუცილებელია ყველა სხვას ანადგურებდეს , მაშინ რინერიც წნეხის ქვეშ აღმოჩნდება და რომელიმე ეტაპზე დააგდებს ! საგანგაშოა ბექას მდგომარეობა, პრაქტიკულად დიდებში ვერაფერი ვერ მოიგო, და მეტიც , გარკვეულ წილად რეგრესსაც განიცდის, ფაქტიურად მოწინაღმდეგეზე ისეთ დომინირებას ვეღარ ახდენს როგორც ადრე. თანაც, როგორც "ბოროტი ენები" ამბობენ, ქეიფი და დროსტარება ევასება, ამიტომაცაა რომ მოტივაციის და აზარტის ძლიერი მუხტი აღარ იგრძნობა მაგის ძიუდოში.

09:47 | 05.09.2017
tomuri (1354)

თუშიშვილმა მოტივაცია კი არ დაკარგა არამედ რინერისთან კარგი ჭიდაობის მერე თავში აუვარდა და ეგონა ყველას ადვილად მოუგებდა ცალი ხელით და იმიტომაც წააგო ბოლო ბრძოლები

12:53 | 04.09.2017
ქვაჩახია (1)

ერთხელ ერთ ტურნირს ვესწრებოდი თბილისში. ჩემს ქემოთ ბიჭები ისხდნენ და მატიაშვილის გამოსვლას ელოდებოდნენ (საძმაკაცო ან ნათესავები). რო გამოვიდა ტატამზე ერთი ამბობს, კაროჩეო გუშინ ქორწილში ორი ჯამი ცეზარი ხო ჩაარტყა მისდაწილადო, ზედ ორი ბოთლი არაყიც დააყოლაო, მიდი მატი შენ გენაცვალეო... აი სად იკარგება ტალანტი

15:17 | 04.09.2017
sabonis (6935)

მართალი ხარ.

12:59 | 04.09.2017
lagashi (1644)

რაო?!

10:18 | 04.09.2017
beso68 (2537)

ჩვენი ნაკრების გამოსვლის ჩემეული შეფასება
60 კგ. სამწუხაროდ პაპინას ჭიდაობა რბილად რომ ვთქვათ არ არის დამაკმაყოფილებელი. ასეთი ჭიდაობით ფონს ვერ გავა.
66 კგ. მარგველამ კარგად დაგვამახსოვრა თავი, გამძლეობაც კარგი ჰქონდა. ამ ბიჭს შეუძლია წარმატების მიღწევა, უბრალოდ თავის თავზე ცოტა მეტი უნდა იმუშავოს. მშრომელი ბიჭი ჩანს.
73 კგ. ლაშაზე ენა არ მომიბრუნდება აუგი რომ ვთქვა. ტურნირის დაწყებამდე ტრამვა და მერე გამაყუჩებლებით ჭიდაობა მაინცდამაინც სახეიროს ვერ მოგვიტანდა, მაგრამ პატარა იმედით მაინც ვიყავით განმსჭვალული. ლაშა ჩემთვის ცალსახად კარგი მოჭიდავეა, ის იტყვის თავის სიტყვას კიდევ.
81 კგ. ზებედამ წელს თითქოს კარგად დაიჭყო ჭიდაობა, თითქოს დაბრუნდა ხელმეორედ, მაგრამ მაინც არასტაბილური მეჩვენება ზებედა. ამ წონაში არჩევანი დიდია(კირაკოზა, ტატალა, კაციაშვილი) და იმედიანად ვარ განწყობილი რომ კონკურენციის ხარჯზე უძლიერესი გამოვლინდება.
90 კგ. ბექაზე რა უნდა ვთქვა, ვერ ვნახე მისი ჭიდაობა. ვიცი რომ დიდი ტალანტია, ვიცი რომ მისგან მხოლოდ გამარჯვებებს და ტიტულებს ველით, მაგრამ წლევანდელ წელს მისთვის ჩავარდნილად ვთვლი.(ევროპის ბრინჯაოს მიუხედავათ). მას მეტი შეუძლია და მართებს კიდევაც რომ დაგვიმტკიცოს.
მარგიანმა სასიამოვნოდ გამაოცა, გამოვტყდები და არ ველოდი მისგან წარმატებას. შესძლებია.
100 კგ. ლიპოს უიღბლობამ ფინალში არა მარტო ჩვენ, არამედ თვითონაც დატანჯა. მაგრამ ერთს ვიტყვი, არანაირად არ უნდა გატყდეს, პროფესიონალი კაცია და ერთ ოლიმპიადას კიდევ თავისუფლად გაქაჩავს. მანამდე მსოფლიო და ევროპაც ელოდება. მის დასამშვიდებლად ვიტყვი, მის მიერ ნახევარფინალში დამარცხებული ელხან მამადოვი 31 წლის ასაკში გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
+100 კგ. თუშიმ რინერის ჩათვლით შესანიშნავად იჭიდავა, შემდეგ ეტყობა მოეშვა ან გულგატეხილი ჭიდაობდა, რაც ჩემი აზრით არ არის სწორი. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ და ასეთი მიდგომა არაფრისდიდებით არ უნდა დაუშვას.
ადამამ სამწუხაროდ ვერ გაამართლა ნდობა.
ცალკე ჭრიკიზე ვიტყვი, გასახარია რომ ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ ფორმას.
რაც შეეხება ცირეკიძეს, წლის დასაწყისში როცა ცირეკიძე ახალი დანიშნული იყო, ქევხიშვილთან გულშემატკივრების სტუმრობისას ქევხიშვილმა ერთი რამე გვთხოვა, რომ წლევანდელ წელს ძალიან მკაცრები ნუ ვიქნებოდით, იმიტომ რომ ოლიმპიადა ახალი დამთავრებული იყო და მოჭიდავეებმა მთელი ენერგია და ძალები დახარჯეს ოლიმპიადაზე, ნელ-ნელა აღდგენა სჭირდებოდათ, თან ბევრმა
წამყვანმა სპორტსმენმა წონა გამოიცვალა და ამიტომ გაგებით მოვკიდებოდით. ამიტომ წლევანდელ წელს პირადად მე სასაყვედურო არაფერი მეთქმის.

09:50 | 05.09.2017
tomuri (1354)

ყველაზე მაგარი მოჭიდავე რომელიც გულით ჭიდაობს და ყველაფერს აკეთებს ეს შავდათუაშვილია, ადამიანი რომელიც არც შრომა სდა არც ზალებს არ იშურებს რომ რამე სმიაღწიოს

12:28 | 04.09.2017
Kala94 (6065)

ძალიან საინტერესო იყო დიდი მადლობა !

11:35 | 04.09.2017
lagashi (1644)

საინტერესო შეფასებაა, ცირეკიძის კრიტიკა
ამ ეტაპზე უადგილო მგონია. თუშიშვილმა მის დიდებულ ჭიდაობას რაც რინერთან ჩაატარა ხაზი გადაუსვა..ღვინიაშვილი ოდესმე გაისვრის და დადებს დიდ ოქროს (მსოფლიო ან ოლიმპიადა) მაგრამ მანამდე ბევრჯერ დაგვტოვებს ასე მშრალად..წარმოუდგენელია 22 წლის ასაკში მოჭიდავე დაუღვინებელი იყოს. უდაოდ გამორჩეულნი იყვნენ მარგვრლა და შავი. მარგიანმა ყველაზე დიდი სარგებელი მწვრთნელთა შტაბს მოუტანა, ბევრისთვის საკამათო მეცხრე კაცმა ყველა დაადუმა

23:37 | 03.09.2017
MILANSKI18 (143)

პროგრესი არ გვაქვს და ესაა პრობლემა სტაბილურად 2-3 მედალი მსოფლიოზე და არცერთი ოქრო ესაა ჩვენი მაქსიმუმი უკვე წლებია ადამა და პაპინა საერთოდ უნდა წავიდნენ სასურველი იქნება 2 ქალი ლეგიონერის ჩამოყვანა გუნდურისთვის და ნელ-ნელა ჩვენი ახალგაზრდა გოგოებიც უნდა შეაჩვიონ დიდ ტურნირებს

22:24 | 03.09.2017
Kala94 (6065)

ეს ყველაფერი შემოიღეს იმისთვის, რომ იაპონიას განაღდებული ჰქონდეს ოქრო ! +რუსეთმა საფრანგეთმა და კორეამ აჯობონ საქართველოს.. ესეთი რამე სად ხდება ერთი მითხარით ბარემ ფეხბურთშიც შემოირონ 6 ქალი 6 კაცი.. ფუიი მართლა რა..

00:15 | 04.09.2017
lagashi (1644)

180 გრადუსით შეტრიალდა ჩვენი სიტუაცია ამ ცვლილებით და ეს ხომ თავიდანვე ცხადი იყო ყველასთვის, ჩვენს ადგილზე, რუსეთი ან იაპონია, ან თუნდაც ზოგი სხვა ქვეყანა რომ ყოფილიყო, ცხადია ვერც გაბედავდნენ რაიმე ცვლილებას

00:17 | 04.09.2017
lagashi (1644)

მაგრამ ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა რათა მოძლიერდეს ქალთა ძიუდიც

12:24 | 04.09.2017
Kala94 (6065)

ეგ რა თქმა უნდა.. მაგრამ ესეთ ცვლილებას რომ იღებ ხომ უნდა გაითვალისწინო წამყვანი ნაკრებების ინტერესები.. დაეანონსებინათ წელს და შემოეღოთ ტოკიოს შემდეგ.. ჩვენც ჩავდებდით მეტ ფულს და დავაყენებდით ნორმალურ გუნდს..

13:00 | 04.09.2017
lagashi (1644)

ხოდა მაგას ვამბობ, ხო იცოდნენ ამ ცვლილებით რა დაგვემართებოდა, მაგრამ დაგვიკიდეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით

23:05 | 03.09.2017
maxo_65 (5691)

კი, მე მგონი მასეა...

21:40 | 03.09.2017
arsena8 (192)

ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე კი გახდება რეკორდსმენი ჩვენი ძიუდოისტების გადამკიდე! ზოგმა წესები არ იცის , ზოგს კიდე ქეიფობის მუღამი აქვს და მალე იღლება, ან ისეთ რამეს ჩაიდენს რომ დისკვალიფიკაციით აგდებენ, ასე რომ ფინალში მსაჯობა თითქმის ყველა დიდ ტურნირზე განაღდებული აქვს .

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.882023