ჩოგბურთი

13:45 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაფამ იაპონელთან ერთი სეტი დათმო

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობის 1/32-ფინალში იაპონელი ტარო დანიელი 4:6, 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა. პირველ სეტში 4:4-ზე დანიელმა ბრეიკი შეასრულა, რაც სეტის მოსაგებად გადამწყვეტი აღმოჩნდა, ეს იყო და ეს რაც იაპონელმა ჩოგბურთელმა მოახერხა. მომდევნო სამ სეტში რაფაელ ნადალმა მარტივად იმარჯვა. შეხვედრა 2 საათსა და 56 წუთს გაგრძელდა.

ამერიკის ღია პირველოის 1/16-ფინალში რაფა მსოფლიო რეიტინგის 59-ე ნომერს, არგენტინელ ლეონარდო მაიერს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში რაფაელი 4:0-ს უგებს.

0.118533