ფეხბურთი

22:50 | 25.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" მეოთხე პოზიცია გაიმყარა

თბილისის "ლოკომოტივმა" აუტსაიდერ ქობულეთის "შუქურას" 3:1 სძლია და ხუთქულიანი ჰანდიკაპით გამყარდა მეოთხე ადგილზე. გიორგი დევდარიანის გუნდმა ბოლო ხუთ მატჩში ოთხჯერ იმარჯვა, კვლავ გაიტანა ჩემპიონატის საუკთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემაც - მას უკვე 19 გოლი აქვს აქტივში.

ისე, ყველაზე ლამაზი გოლი ვატო არველაძისა იყო. ვატომ ნოდარ ქავთარაძის ჩაწოდების შემდეგ მიიღო ბურთი და დაბალი, ტექნიკური დარტყმით გაუტანა მელნიჩენკოს.

მამია გავაშელიშვილი მე-60 წუთზე შევიდა მინდორზე და ორ წუთში 0:2 გახადა ანგარიში: მარცხნიდან შორეულ კუთხეში დაარტყა და რიკოშეტიც დაეხმარა. ეს გავაშელიშვილის მეათე გოლია მიმდინარე სეზონში.

რამდენიმე წუთში ჯეფინიოს კარგ პასს მოჰყვა დავით ჩაგელიშვილის გატანილი და თამაშიც დაიძაბა, თუმცა ისიც ჩანდა, რომ "ლოკო" უკეთ თამაშობდა და საბოლოოდ, სიხარულიძის შორიდან ზუსტად დარტყმულმა ყველაფერი გადაწყვიტა - 1:3.

ეროვნული ლიგა. 24-ე ტური

ბათუმი. რაგბი არენა

შუქურა (ქობულეთი) - ლოკომოტივი (თბილისი) 1:3 (0:1)

შუქურა: მელნიჩენკო, ჩაჩუა, ჩადუნელი (თუხარელი 46), პომაზანი, გოგიტიძე, ჯეფინიო (შალამბერიძე 82), კლიმიაშვილი, დასე, მარსელინიო, ა.გურული (გოგილაშვილი 74), ჩაგელიშვილი

მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი

ლოკომოტივი: თევდორაძე, მ.კობახიძე, ჭანტურია, რეხვიაშვილი, უბილავა, სამურკასოვი, დიასამიძე (გვალია 66), ქავთარაძე, გოროზია (გავაშელიშვილი 60), არველაძე (ლ.ქურდაძე 87), სიხარულიძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გოლები: 0:1 არველაძე (26), 0:2 გავაშელიშვილი (62), 1:2 ჩაგელიშვილი (66), 1:3 სიხარულიძე (83)

გაფრთხილება: ჯეფინიო, ჩაჩუა - გვალია

მსაჯი: ხარიტონაშვილი

0.111769