კალათბურთი

15:20 | 24.08.2017 | ნანახია 3753 - ჯერ

ილიას ზუროსი: “ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ბოლომდე იბრძვის”

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა აკროპოლისის თასზე საბერძნეთთან მოპოვებული გამარჯვების (72:71) შემდეგ გუნდის ბრძოლისუნარიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

“ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს ამ გამარჯვებისთვის. სამწუხაროდ, კალათბურთელების როტაციის ფუფუნება არ გვაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ევრობასკეტს მზადყოფნაში შევხვდეთ. ამ გამარჯვებით არ უნდა გვეგონოს, რომ დიდი გუნდი ვართ. საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელიც ბოლომდე იბრძვის. ფაჩულიას ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ აღდგენით პროცესს დრო სჭირდება. ტრავმის რეციდივის გამო ვერ გავრისკავთ და ის აკროპოლისის თასზე არ ითამაშებს. იმედია, ზაზა ევრობასკეტს მზადყონფაში შეხვდება” - ციტირებს gazzetta.gr ზუროსის სიტყვებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები აკროპოლისის თასზე მეორე შეხვედრას დღეს სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 19:45 საათზე დაიწყება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:54 | 24.08.2017
stoikovich (5984)

ბოლო 5 წუთში 9 ქულა ამოუქაჩო საბერძნეთს- მართლა სასწაულია, გინდა ამხანაგური დაარქვით და გინდა ძმაკაცურ-მეგობრული.

17:46 | 24.08.2017
დედაკი მოვტყან (419)

კარგია რომ ამხანაგურებში ბოლომდე ვიბრძვით მარა ისე არ გამოვიდეს ევრობასკეთს გადაღლილი გუნდი შეხვდეს

16:47 | 24.08.2017
BEERTRANCE (97819)

ნამდვილი პროფესიონალი.

16:28 | 24.08.2017
საბარსა (2123)

იმედია გაამართლებს ზუროსის ტაქტიკა,კომბინაცები და ა.შ ევრობასკეტზე და მაქსიმალურად შორს გავალთ(შესაძლებლობიდან გამომდინარე რა თქმა უნდა)ბიჭები რომ ბოლომდე იბრძოლებენ დარწმუნებული ვარ

15:53 | 24.08.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

გენაცვალე ილო ძიავ, ეგაა მთავარი სწორედ. ამ ევრობასკეტზე ყველა თამაშში რომ მობილიზებულ, ბოლომდე მებრძოლ საქართველოს ნაკრებს ვნახავთ, ეგ ეამება სულს და გულს !!!
ჟინი და ჯიგარი გვინდა ვიგრძნოთ, თორემ ჩემპიონატის მოგება ჩვენს გარდა კიდევ 7-8 ქვეყანას ამოუჭრია გულში და მათგან მხოლოდ ერთს უნდა გაუმართლოს.

0.081071