იტალიური საიტების ცნობით, ლევან მჭედლიძე დაახლოებით ორ-სამ კვირაში დაიწყებს გუნდთან ერთად ვარჯიშს. "ემპოლის" ფორვარდს 24 აპრილის შემდეგ არ უთამაშია - ტრავმა აწუხებდა და მოსალოდნელზე დიდხანს გაუგრძელდა მკურნალობა.
სწორედ ამ ტრავმის ბრალია, რომ ლევანის საკითხი აქტიურად აღარ განიხილებოდა სატრანსფერო ბაზარზე. ცოტაღა დარჩა ფანჯრის დახურვამდე და ვნახოთ, რა შეიცვლება.