ფეხბურთი

14:15 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე კლუბს შეიცვლის

სანდრო კობახიძე თურქულ "გიოზთეფეში" აღარ ითამაშებს. მან ნახევარი წელიწადი გაატარა ამ კლუბში. "გიოზთეფე" პირველი ლიგიდან სუპერლიგაში გადავიდა, მაგრამ სანდრო სათამაშო პრაქტიკის გარეშეა და განაცხადშიც ვერ ხვდება.

"ახალი მწვრთნელი მოვიდა და 15 ტრანსფერი განახორციელა. ჩემს ადგილს გუნდში ვერ ხედავს. რას იზამ, ფეხბურთში ხშირია ასეთი შემთხვევა. მალე გუნდს შევიცვლი. "გიოზთეფეში" არც ვვარჯიშობ. რა აზრი აქვს, როცა გუნდს არ ვჭირდები. ახლა უფრო იმაზე ვფიქრობ, რომ კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდე. ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მაქვს. მომავალი კლუბი? არიან მსურველები, მაგრამ სანამ "გიოზთეფესთან" კონტრაქტს არ გავწყვეტ, ვერ დავასახელებ" - ამბობს კობახიძე, რომელიც უკრაინული "ვორსკლადან" გადავიდა "გიოზთეფეში".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1199