ფეხბურთი

23:14 | 21.08.2017 | ნანახია 1449 - ჯერ

"მერანს" მიხეილ მახვილაძე გაწვრთნის

ეროვნული ლიგა2-ის ლიდერ მარტვილის "მერანს" ახალი მწვრთნელი ჰყავს: 39 წლის მიხეილ მახვილაძე.

"მერანს" გიორგი მიქაძე თავკაცობდა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა საქართველოს თასის ფინალამდე გააღწია, გარდამავალ სეზონში ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და წლეულსაც პირველ ადგილზე იყო.

მახვილაძეს რაც შეეხება, ორი წლის დაასრულა ფეხბურთელის კარიერა და მწვრთნელად ქუთაისის "ტორპედოში" მუშაობდა. ჯერ მთავარი გუნდის სამწვრთნელო შტაბში თანაშემწედ, ხოლო შემდეგ ქუთაისელთა 19-წლამდელთა გუნდის თავკაცად.

"მერანს" უახლოესი მატჩი 24 აგვისტოს ელის და თანაც, უმნიშვნელოვანესი: მეორეადგილოსან "რუსთავს" უმასპინძლებს. ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:46 | 22.08.2017
kutaiseli7 (1475)

ასეთი ხალხი ჭირდება ქართულ ფეხბურთს, ვაჟკაცები და არა ლაქიები და სხვის დაკრულზე მოცეკვავეები

12:07 | 22.08.2017
geostili1 (141)

carmatebebi .

23:36 | 21.08.2017
ogafa (10220)

წარმატებები - იმედია მერანი ეროვნული ლიგა 1-ში დააბრუნებთ

0.066185