ფეხბურთი

14:19 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: “ვწუხვარ, რომ გულშემატკივრებმა მოღალატედ შემრაცხეს”

“მილანის” ახალგაზრდა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, როდესაც იტალიის U21 ნაკრების მატჩის მიმდინარეობისას გულშემატკივრებმა მას დოლარები ესროლეს, იმ მომენტში ვერ აცნობიერებდა, თუ რა ხდებოდა მის თავს.

“მე არ ვფიქრობ ფულზე. უბრალოდ, მინდა ვიცხოვრო ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში ვერც კი ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა. მესმოდა მხოლოდ ყვირილის ხმა, მაგრამ დოლარები მატჩის შემდეგ დავინახე, მაშინ, როდესაც ვიდეოგამეორებას ვუყურე. ვწუხვარ, რომ გულშემატკივრები ჩემზე ასე ფიქრობენ. ვწუხვარ, რომ მოღალატედ მიმიჩნიეს.

ბევრი შემოთავაზება მივიღე სხვა კლუბებისგან, ყველა მათგანი უარვყავი.

პსჟ ან “რეალი”? გულწრფელადგეტყვით, რომ არცერთ სხვა კლუბზე არ ვფიქრობ. ორიენტირებული მხოლოდ “მილანზე” ვარ”,– განაცხადა დონარუმამ.

ჯანლუიჯი დონარუმამ “როსონერისთან” მიმდინარე ზაფხულში ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112144